პრემიერი: გავაკეთებთ ყველაფერს რათა გავაძლიეროთ ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2025
გამოწერა
საქართველოს სტრატეგიული ხედვაა, იყოს „ხიდი“ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან თანამშრომლობას, ასევე ევროპასთან, აშშ-სთან პარტნიორობას და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდესს ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას აქვს.
„ჩვენ ვაკავშირებდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას, ამ კუთხით დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი”,- განაცხდა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.
ამის მისაღწევად, პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი ინვესტიციები ხორციელდება საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, პორტებსა და აეროპორტებში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო შვიდ სახელმწიფოს ზღვასთან და შესაბამისად, ევროპასთან და დასავლეთთან აკავშირებს და ხელისუფლებამ სრულად უნდა გამოიყენოს ეს პოტენციალი და გააღრმავოს თანამშრომლობა ამ ქვეყნებთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სატრანზიტო ფუქნცია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს მეშვეობით აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0