https://sputnik-georgia.com/20250706/qvishis-pexburti-saqartvelos-nakrebis-matchebis-ganrigi-cnobilia-294064980.html
ქვიშის ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილია
ქვიშის ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილია
Sputnik საქართველო
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის მატჩები ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა. 06.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-06T14:00+0400
2025-07-06T14:00+0400
2025-07-06T14:00+0400
საქართველო
აჭარა
ბათუმი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22991/33/229913365_0:0:2114:1190_1920x0_80_0_0_cefb5c1283c7ac063a1445661ff2d898.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩების განრიგი ცნობილია, იუწყება პირველი არხი.ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს, 18-20 ივლისს ბათუმის „ქვიშის არენაზე“ (Batumi Sand Arena) გაიმართება.Batumi Beach Arenaна - ახალი სტადიონია, რომელიც ბათუმის ბულვარში აშენდა. ის 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალიის, შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ ბელარუსი, გერმანია, ჩეხეთი და თურქეთი.ბათუმის „ქვიშის არენა" ტურნირის მიმდინარეობისას დღეში ოთხ შეხვედრას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.მატჩების განრიგი:ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის მატჩები ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა. 2024 წლის გათამაშებაში საქართველომ B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შეიქმნა, სადაც ყველა მატჩი წააგო. ამის შემდეგ გუნდმა 9-წლიანი შესვენება აიღო და საერთაშორისო არენაზე მხოლოდ 2017 წელს დაბრუნდა.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22991/33/229913365_0:0:1976:1482_1920x0_80_0_0_84fbf44fb1af0186b32ca507bbe442a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ბათუმი , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , ბათუმი , სპორტი, ახალი ამბები
ქვიშის ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილია
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის მატჩები ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩების განრიგი ცნობილია, იუწყება პირველი არხი.
ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს, 18-20 ივლისს ბათუმის „ქვიშის არენაზე“ (Batumi Sand Arena) გაიმართება.
Batumi Beach Arenaна - ახალი სტადიონია, რომელიც ბათუმის ბულვარში აშენდა. ის 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალიის, შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ ბელარუსი, გერმანია, ჩეხეთი და თურქეთი.
ბათუმის „ქვიშის არენა" ტურნირის მიმდინარეობისას დღეში ოთხ შეხვედრას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
18 ივლისი: საქართველო – ესტონეთი, 21:00
19 ივლისი: საქართველო – შვეიცარია, 21:00
20 ივლისი: საქართველო – პორტუგალია, 21:00
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის მატჩები ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა. 2024 წლის გათამაშებაში საქართველომ B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შეიქმნა, სადაც ყველა მატჩი წააგო. ამის შემდეგ გუნდმა 9-წლიანი შესვენება აიღო და საერთაშორისო არენაზე მხოლოდ 2017 წელს დაბრუნდა.