https://sputnik-georgia.com/20250706/qartvelma-policielebma-ashsh-6-medali-moipoves-294067579.html
შსს: ქართველმა პოლიციელებმა აშშ-ში ექვსი მედალი მოიპოვეს
შსს: ქართველმა პოლიციელებმა აშშ-ში ექვსი მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები" 1985 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 06.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-06T17:00+0400
2025-07-06T17:00+0400
2025-07-06T17:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აშშ
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ის ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები 2025"-ზე 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა საერთაშორისო ტურნირზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა კობახიძემ ძალისმიერ წოლჭიმში საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.სპორტის ამავე სახეობაში, ასევე ოქროს მედალს დაეუფლა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილიც.გარდა ამისა, შსს-ის ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ადამურ არქანიამ მკლავჭიდში 2 ოქროს მედალი მოიპოვა.რაც შეეხება საერთაშორისო შეჯიბრების კიდევ ორ მონაწილეს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კალანდაძესა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელ ილია ჯადუგიშვილს, მათ ძალისმიერ წოლჭიმში ვერცხლის მედლები მოიპოვეს.„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები" 1985 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მიმდინარე წელს საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყნის 8,5 ათასი სპორტსმენი, სპორტის 60 სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , აშშ , საზოგადოება
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , აშშ , საზოგადოება
შსს: ქართველმა პოლიციელებმა აშშ-ში ექვსი მედალი მოიპოვეს
„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები" 1985 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ის ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები 2025"-ზე 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა საერთაშორისო ტურნირზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა კობახიძემ ძალისმიერ წოლჭიმში საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტის ამავე სახეობაში, ასევე ოქროს მედალს დაეუფლა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილიც.
გარდა ამისა, შსს-ის ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ადამურ არქანიამ მკლავჭიდში 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება საერთაშორისო შეჯიბრების კიდევ ორ მონაწილეს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კალანდაძესა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელ ილია ჯადუგიშვილს, მათ ძალისმიერ წოლჭიმში ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები" 1985 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მიმდინარე წელს საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყნის 8,5 ათასი სპორტსმენი, სპორტის 60 სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა.