https://sputnik-georgia.com/20250706/batumshi-didi-odenobit-narkotiki-amoiges-294069609.html
დიდი ოდენობით „კოკაინი", „ექსტაზი" და „ჰეროინი" - ბათუმში ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს
დიდი ოდენობით „კოკაინი", „ექსტაზი" და „ჰეროინი" - ბათუმში ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ 06.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-06T15:38+0400
2025-07-06T15:38+0400
2025-07-06T15:38+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23949/61/239496145_0:126:3193:1922_1920x0_80_0_0_6dbfbcd67427aaaef04c22053b268a27.jpg
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კგ-მდე „კოკაინი”, 13 ათასამდე „ექსტაზის” აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარების ფაქტებზე ბელარუსის 25 და 21 წლის ორი მოქალაქე დააკავეს.დარახველიძის განცხადებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ, ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა.სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბათუმში, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია 7 ცალ ბურთულაში მოთავსებული „კოკაინი“, „ექსტაზი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო სხვა ნივთები. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათებიც.გამოძიება სსკ-ის 260-ე და 18-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნული ნარკოდანაშაულის ფაქტთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23949/61/239496145_231:0:2962:2048_1920x0_80_0_0_5d76c5426438d9691b1ada7e39c4e2ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
დიდი ოდენობით „კოკაინი", „ექსტაზი" და „ჰეროინი" - ბათუმში ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს
დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კგ-მდე „კოკაინი”, 13 ათასამდე „ექსტაზის” აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარების ფაქტებზე ბელარუსის 25 და 21 წლის ორი მოქალაქე დააკავეს.
დარახველიძის განცხადებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ, ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბათუმში, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია 7 ცალ ბურთულაში მოთავსებული „კოკაინი“, „ექსტაზი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო სხვა ნივთები. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათებიც.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 18-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნული ნარკოდანაშაულის ფაქტთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.