https://sputnik-georgia.com/20250706/aralegaluri-dasaqmeba-saqartveloshi-vatang-shurgaias-gancxadeba-294066652.html
არალეგალური დასაქმება საქართველოში: სკანდალური მონაცემები
არალეგალური დასაქმება საქართველოში: სკანდალური მონაცემები
Sputnik საქართველო
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 06.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-06T13:33+0400
2025-07-06T13:33+0400
2025-07-06T13:33+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოში არალეგალურად დასაქმებულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 200 ათასს მიაღწიოს, განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ შურღაიამ რადიო „პალიტრის“ ეთერში.არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“, რომლის თანახმად უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.მისი თქმით, კანონის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ცვლილების მიხედვით, უცხოელი, რომელიც მოიპოვებს დასაქმების ნებართვას მხოლოდ იმ კონკრეტულ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებას მიიღებს, ვისაც მიუთითებს განცხადების წარდგენის დროს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს, პროცედურების გავლა თავიდან მოუწევს, ამჯერად ახალ დამსაქმებელთან ერთად.შურღაიამ დამსაქმებლებს ურჩია, კანონის ძალაში შესვლამდე გარკვეული პროცედურები გაიარონ.„დღეიდან მათ შეუძლიათ სთხოვონ უცხოელებს, რომლებსაც ასაქმებენ, წარმოადგინონ მათი კვალიფიკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, იქნება ეს დიპლომი, სერტიფიკატი, რომლის გამოგზავნას და დამოწმებასაც დრო სჭირდება“, - განაცხადა შურღაიამ.სიახლეებიახალი რეგულაციების თანახმად, 2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში მყოფ უცხოელებს სამუშაოს მისაღებად ან ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად სამუშაო ნებართვის მიღება მოეთხოვებათ. ის გაიცემა მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზე.ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ უცხოელი ვალდებული იქნება საქართველოში სამუშაო ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანოს.ამასთან, სამუშაო ბინადრობის ნებართვის გაცემისას გათვალისწინებული იქნება ის ფაქტი, რომ ყოველთვიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმის ხუთჯერად მაჩვენებელს, ხოლო ბრუნვა უნდა იყოს მინიმუმ 50 ათასი ლარი თითოეული დასაქმებული უცხოელისთვის.უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამუშაო ნებართვის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი პროფესია ან კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ან თუ მისი პროფესია შედის ჩამონათვალში, სადაც უცხოელთა მიღება შეზღუდულია, რადგან ქვეყანაში ამ პროფესიებში სამუშაო ძალა აღემატება ან აჭარბებს მოთხოვნას.კანონის დარღვევის შემთხვევაში უცხოელები და მათი დამსაქმებელი კომპანიები 2-დან 7 ათას ლარამდე ოდენობით ჯარიმას დაექვემდებარებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
არალეგალური დასაქმება საქართველოში: სკანდალური მონაცემები
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოში არალეგალურად დასაქმებულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 200 ათასს მიაღწიოს, განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ შურღაიამ რადიო „პალიტრის“ ეთერში.
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“, რომლის თანახმად უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.
„დღეის მდგომარეობით, შრომითი მიგრანტების რეესტრში 42 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, ანუ ამ რაოდენობის უცხოელი ლეგალურად არის დასაქმებული საქართველოში, თუმცა ამავე კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ორი წლის განმავლობაში 200 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა საქართველოში, ეს ადამიანები სავარაუდოდ, დასაქმებულები არიან, თუმცა არალეგალურად", - განაცხადა შურღაიამ.
მისი თქმით, კანონის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ცვლილების მიხედვით, უცხოელი, რომელიც მოიპოვებს დასაქმების ნებართვას მხოლოდ იმ კონკრეტულ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებას მიიღებს, ვისაც მიუთითებს განცხადების წარდგენის დროს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს, პროცედურების გავლა თავიდან მოუწევს, ამჯერად ახალ დამსაქმებელთან ერთად.
შურღაიამ დამსაქმებლებს ურჩია, კანონის ძალაში შესვლამდე გარკვეული პროცედურები გაიარონ.
„დღეიდან მათ შეუძლიათ სთხოვონ უცხოელებს, რომლებსაც ასაქმებენ, წარმოადგინონ მათი კვალიფიკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, იქნება ეს დიპლომი, სერტიფიკატი, რომლის გამოგზავნას და დამოწმებასაც დრო სჭირდება“, - განაცხადა შურღაიამ.
ახალი რეგულაციების თანახმად, 2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში მყოფ უცხოელებს სამუშაოს მისაღებად ან ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად სამუშაო ნებართვის მიღება მოეთხოვებათ. ის გაიცემა მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზე.
ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ უცხოელი ვალდებული იქნება საქართველოში სამუშაო ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანოს.
ამასთან, სამუშაო ბინადრობის ნებართვის გაცემისას გათვალისწინებული იქნება ის ფაქტი, რომ ყოველთვიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმის ხუთჯერად მაჩვენებელს, ხოლო ბრუნვა უნდა იყოს მინიმუმ 50 ათასი ლარი თითოეული დასაქმებული უცხოელისთვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამუშაო ნებართვის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი პროფესია ან კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ან თუ მისი პროფესია შედის ჩამონათვალში, სადაც უცხოელთა მიღება შეზღუდულია, რადგან ქვეყანაში ამ პროფესიებში სამუშაო ძალა აღემატება ან აჭარბებს მოთხოვნას.
კანონის დარღვევის შემთხვევაში უცხოელები და მათი დამსაქმებელი კომპანიები 2-დან 7 ათას ლარამდე ოდენობით ჯარიმას დაექვემდებარებიან.