https://sputnik-georgia.com/20250705/vawroba-gamartivdeba-saqartvelo-dacineti-tavisufali-vawrobis-setanxmebas-afartoeben-294057489.html
ვაჭრობა გამარტივდება - საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფართოებენ
ვაჭრობა გამარტივდება - საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფართოებენ
Sputnik საქართველო
ცვლილებები შეთანხმებაში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ 05.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-05T10:46+0400
2025-07-05T10:46+0400
2025-07-05T10:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/04/294051058_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_24b8e73ad4f8637034d3234ddb19dafe.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკები შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს.ამის შესახებ გამოცხადდა პეკინში საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დელეგაციასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში 2018 წელს შევიდა და მისი მიზანია ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება.ერთობლივ კომისიას საქართველოს მხრიდან გენადი არველაძე თავმჯდომარეობდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კი - კომერციის ვიცე-მინისტრი იენ ტუნგი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე აღნიშნული შეთანხმების განახლებაზე პირველი კონსულტაცია ჩატარდა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებები შეთანხმებაში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას.მისივე თქმით, შეთანხმების მოდერნიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.ასევე ხაზი გაესვა, რომ შეთანხმების გაფართოება უფრო მოქნილს გახდის შესაბამის მექანიზმებს აღნიშნული მიმართულებებით, მათ შორის, მხარეებმა მუშაობა დაიწყეს ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე დაშვების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით.შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორისაა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე, რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/04/294051058_251:0:1019:576_1920x0_80_0_0_82b6d9632d3bc03dc59c3b18f900becf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ვაჭრობა გამარტივდება - საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფართოებენ
ცვლილებები შეთანხმებაში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკები შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს.
ამის შესახებ გამოცხადდა პეკინში საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დელეგაციასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში 2018 წელს შევიდა და მისი მიზანია ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება.
„საქართველო მზადაა ჩინეთთან მრავალი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობაში, გააძლიეროს თანამშრომლობა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ უკვე შეასრულა გადამწყვეტი როლი ვაჭრობის ხელშეწყობაში, ბიზნეს კავშირების გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
ერთობლივ კომისიას საქართველოს მხრიდან გენადი არველაძე თავმჯდომარეობდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კი - კომერციის ვიცე-მინისტრი იენ ტუნგი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე აღნიშნული შეთანხმების განახლებაზე პირველი კონსულტაცია ჩატარდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებები შეთანხმებაში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბარიერების შემცირებას და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობის უზრუნველყოფას.
მისივე თქმით, შეთანხმების მოდერნიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.
ასევე ხაზი გაესვა, რომ შეთანხმების გაფართოება უფრო მოქნილს გახდის შესაბამის მექანიზმებს აღნიშნული მიმართულებებით, მათ შორის, მხარეებმა მუშაობა დაიწყეს ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე დაშვების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორისაა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე, რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.