https://sputnik-georgia.com/20250703/saqartvelo-qvisis-fexburtsi-evroligis-matcebs-umaspinzlebs-294023859.html
საქართველო ქვიშის ფეხბურთში ევროლიგის მატჩებს უმასპინძლებს
საქართველო ქვიშის ფეხბურთში ევროლიგის მატჩებს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ძლიერ მეტოქეებთან მოხვდა – ქართველი ფეხბურთელების მოწინააღმდეგეები იქნებიან პორტუგალიის, ესტონეთის და... 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T17:02+0400
2025-07-03T17:02+0400
2025-07-03T17:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22991/33/229913365_0:0:2114:1190_1920x0_80_0_0_cefb5c1283c7ac063a1445661ff2d898.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველო ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს (Euro Beach Soccer League Georgia 2025)— ტურნირი აჭარაში, ბათუმის „ქვიშის არენაზე“ (Batumi Sand Arena) 18-20 ივლისს გაიმართება.Batumi Beach Arenaна - ახალი სტადიონია, რომელიც ბათუმის ბულვარში აშენდა. ის 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ძლიერ მეტოქეებთან მოხვდა – ქართველი ფეხბურთელების მოწინააღმდეგეები იქნებიან პორტუგალიის, ესტონეთის და შვეიცარიის ეროვნული გუნდები. B ჯგუფში გერმანია, თურქეთი, ჩეხეთი და ბელარუსი მოხვდნენ.ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო დე ჩელისი გახდა, რომელიც საქმიანობას 3 ივლისიდან შეუდგება. ტურნირი 20 ივლისს დასრულდება.საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შეიქმნა, სადაც ყველა მატჩი წააგო. ამის შემდეგ გუნდმა 9-წლიანი შესვენება აიღო და საერთაშორისო არენაზე მხოლოდ 2017 წელს დაბრუნდა.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22991/33/229913365_0:0:1976:1482_1920x0_80_0_0_84fbf44fb1af0186b32ca507bbe442a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, აჭარა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, აჭარა , ბათუმი
საქართველო ქვიშის ფეხბურთში ევროლიგის მატჩებს უმასპინძლებს
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ძლიერ მეტოქეებთან მოხვდა – ქართველი ფეხბურთელების მოწინააღმდეგეები იქნებიან პორტუგალიის, ესტონეთის და შვეიცარიის ეროვნული გუნდები.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველო ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს (Euro Beach Soccer League Georgia 2025)— ტურნირი აჭარაში, ბათუმის „ქვიშის არენაზე“ (Batumi Sand Arena) 18-20 ივლისს გაიმართება.
Batumi Beach Arenaна - ახალი სტადიონია, რომელიც ბათუმის ბულვარში აშენდა. ის 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტებს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ძლიერ მეტოქეებთან მოხვდა – ქართველი ფეხბურთელების მოწინააღმდეგეები იქნებიან პორტუგალიის, ესტონეთის და შვეიცარიის ეროვნული გუნდები. B ჯგუფში გერმანია, თურქეთი, ჩეხეთი და ბელარუსი მოხვდნენ.
ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო დე ჩელისი გახდა, რომელიც საქმიანობას 3 ივლისიდან შეუდგება. ტურნირი 20 ივლისს დასრულდება.
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შეიქმნა, სადაც ყველა მატჩი წააგო. ამის შემდეგ გუნდმა 9-წლიანი შესვენება აიღო და საერთაშორისო არენაზე მხოლოდ 2017 წელს დაბრუნდა.