https://sputnik-georgia.com/20250703/migraciis-departamentis-uflebamosileba-fartovdeba-294023672.html
მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება ფართოვდება
მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება ფართოვდება
Sputnik საქართველო
პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაულია და შესაძლოა, სასჯელთან ერთად, უცხოელის დეპორტაციაც გამოიწვიოს. 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T10:42+0400
2025-07-03T10:42+0400
2025-07-03T10:42+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_74b73a95dc7b74b4853cf59e1134b988.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად პოლიციას არალეგალების გამოვლენის მიზნით მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილების შემოწმების უფლება ექნება.გარდა ამისა, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან შეამოწმონ უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდნენ სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.„მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდეს კიდევ უფრო მტკიცე სამართლებრივი გარანტიები, რათა მათ ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.მისი თქმით, 2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო, უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რაც 280%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.შემოწმების პროცედურებიიმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.კანონპროექტით, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. ამასთან, უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან მოითხოვოს იმ დოკუმენტების დათვალიერება, რომლებიც ადასტურებენ უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს.პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაულია და შესაძლოა, სასჯელთან ერთად, უცხოელის დეპორტაციაც გამოიწვიოს.ახალი წესები უცხოელებისთვის2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მყოფ ყველა უცხოელს სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა აეკრძალება. ამავდროულად, ხელისუფლება უცხოელთა სამუშაო პროფესიების ჩამონათვალს შეზღუდავს.1 სექტემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესებისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში აეკრძალებათ საქართველოში ვიზიტი. აღნიშნული კანონდარღვევისთვის ჯარიმები თითქმის ათჯერ იზრდება.უცხო ქვეყნის მოქალაქე ასევე შეიძლება გააძევონ საქართველოდან და აეკრძალოს ქვეყანაში შემოსვლა ისეთი კანონდარღვევებისთვის, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_b6bffb79b9093d129227288bdda74250.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი
მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება ფართოვდება
პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაულია და შესაძლოა, სასჯელთან ერთად, უცხოელის დეპორტაციაც გამოიწვიოს.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად პოლიციას არალეგალების გამოვლენის მიზნით მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილების შემოწმების უფლება ექნება.
გარდა ამისა, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან შეამოწმონ უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდნენ სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
„მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდეს კიდევ უფრო მტკიცე სამართლებრივი გარანტიები, რათა მათ ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, 2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო, უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რაც 280%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
კანონპროექტით, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. ამასთან, უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან მოითხოვოს იმ დოკუმენტების დათვალიერება, რომლებიც ადასტურებენ უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს.
პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაულია და შესაძლოა, სასჯელთან ერთად, უცხოელის დეპორტაციაც გამოიწვიოს.
ახალი წესები უცხოელებისთვის
2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მყოფ ყველა უცხოელს სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა აეკრძალება. ამავდროულად, ხელისუფლება უცხოელთა სამუშაო პროფესიების ჩამონათვალს შეზღუდავს.
1 სექტემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესებისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში აეკრძალებათ საქართველოში ვიზიტი. აღნიშნული კანონდარღვევისთვის ჯარიმები თითქმის ათჯერ იზრდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ასევე შეიძლება გააძევონ საქართველოდან და აეკრძალოს ქვეყანაში შემოსვლა ისეთი კანონდარღვევებისთვის, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევა.