https://sputnik-georgia.com/20250703/germaneli-rvinis-magistris-onlain-kursebs-qartuli-rvinis-saswavlo-kursi-daemata-294027432.html
გერმანელი ღვინის მაგისტრის ონლაინ კურსებს ქართული ღვინის სასწავლო კურსი დაემატა
გერმანელი ღვინის მაგისტრის ონლაინ კურსებს ქართული ღვინის სასწავლო კურსი დაემატა
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ონლაინ კურსი შედგება 8 მოდულისგან და გათვლილია ღვინის მოყვარულებისა და მომხმარებლებისთვის. 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T16:23+0400
2025-07-03T16:23+0400
2025-07-03T16:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290251655_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_21ede9d99e44db468bad6f1b8dca7f50.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მიუნხენში ქართული ღვინის სემინარი-წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. გერმანიაში ამ ღონისძიების ჩატარება ქართული ღვინის სასწავლო კურსს უკავშირდება, რომელიც გერმანელი ღვინის მაგისტრის, კონსტანტინ ბაუმის (Konstantin Baum) ღვინის ონლაინ კურსებს Cellar Class (https://www.cellarclass.com/) დაემატა.კონსტანტინ ბაუმი გერმანიაში ყველაზე ახალგაზრდა ღვინის მაგისტრი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube-არხის მფლობელია, 185 ათასი გამომწერით და მილიონობით ნახვით. მას საკუთარ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი აქვს პერსონალურად შერჩეული ღვინოები (baumselection.com). ქართული ღვინის ონლაინ კურსი შედგება 8 მოდულისგან და გათვლილია ღვინის მოყვარულებსა და მომხმარებლებზე.ონლაინ კურსი მოიცავს ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ, ასევე ქართული ღვინის დეგუსტაციებს. ღვინის მაგისტრმა კურსისთვის სპეციალურად შეადგინა სასწავლო წიგნი და ტესტები. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონსტანტინ ბაუმი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და ქართული ღვინის მარნებს. ასევე, ღვინის მაგისტრი ქართული ღვინის დეგუსტაციებს ატარებს ევროპის სხვადასხვა ქავყანაში. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ქართული ღვინის ონლაინ კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ლინკზე.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290251655_147:0:1427:960_1920x0_80_0_0_bc6cdba34cea7afb63c4f09ba2969803.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გერმანია
გერმანელი ღვინის მაგისტრის ონლაინ კურსებს ქართული ღვინის სასწავლო კურსი დაემატა
ქართული ღვინის ონლაინ კურსი შედგება 8 მოდულისგან და გათვლილია ღვინის მოყვარულებისა და მომხმარებლებისთვის.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მიუნხენში ქართული ღვინის სემინარი-წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გერმანიაში ამ ღონისძიების ჩატარება ქართული ღვინის სასწავლო კურსს უკავშირდება, რომელიც გერმანელი ღვინის მაგისტრის, კონსტანტინ ბაუმის (Konstantin Baum) ღვინის ონლაინ კურსებს Cellar Class (https://www.cellarclass.com/) დაემატა.
კონსტანტინ ბაუმი გერმანიაში ყველაზე ახალგაზრდა ღვინის მაგისტრი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის
Youtube-არხის მფლობელია, 185 ათასი გამომწერით და მილიონობით ნახვით. მას საკუთარ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი აქვს პერსონალურად შერჩეული ღვინოები (baumselection.com).
ქართული ღვინის ონლაინ კურსი შედგება 8 მოდულისგან და გათვლილია ღვინის მოყვარულებსა და მომხმარებლებზე.
ონლაინ კურსი მოიცავს ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ, ასევე ქართული ღვინის დეგუსტაციებს. ღვინის მაგისტრმა კურსისთვის სპეციალურად შეადგინა სასწავლო წიგნი და ტესტები.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონსტანტინ ბაუმი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და ქართული ღვინის მარნებს. ასევე, ღვინის მაგისტრი ქართული ღვინის დეგუსტაციებს ატარებს ევროპის სხვადასხვა ქავყანაში.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
ქართული ღვინის ონლაინ კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ
ლინკზე.