განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
უწყების ცნობით, ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პირველი მოადგილე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თავად გივი მიქანაძემ განათლების მინისტრის პორტფელი რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც პოსტი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ამ დროისთვის მიქანაძეს სამი მოადგილე ჰყავს - ლევან ღირსიაშვილი, თამარ მახარაშვილი და ბაია კვიციანი.
უწყების ცნობით, ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა დროს ღირსიაშვილი იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. ასევე იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0