ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 36 მსჯავრდებული და ბრალდებული აბარებს

© Special Penitentiary Service of Georgiaმსჯავრდებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
მსჯავრდებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში დღეს მსჯავრდებულები და ბრალდებულები ჩაერთნენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
წელს საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს. გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.
იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ყველა საჭირო პირობა უმაღლესი განათლების მისაღებად.
კერძოდ, დაწესებულებებში უზრუნველყოფილია როგორც საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, ასევე ტექნიკური საშუალებები; ფუნქციონირებს "ციფრული უნივერსიტეტიც", რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სწავლების პროცესში.
2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ "ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0