https://sputnik-georgia.com/20250703/ar-segesindet-gamowvevebis-ganatlebis-ministrma-abiturientebs-mimarta-294024789.html
არ შეგეშინდეთ გამოწვევების: განათლების მინისტრამა აბიტურიენტებს მიმართა
არ შეგეშინდეთ გამოწვევების: განათლების მინისტრამა აბიტურიენტებს მიმართა
Sputnik საქართველო
დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია, განაცხადა გივი მიქანაძემ. 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T12:32+0400
2025-07-03T12:32+0400
2025-07-03T12:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_0:0:881:495_1920x0_80_0_0_722c3b16f8ccb4859bfa299026d83a64.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია. „ყველა თქვენგანს წარმატებას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს გისურვებთ. მჯერა, ყველა გამოწვევას ღირსეულად დაძლევთ და შრომითა და მონდომებით თქვენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლებით", - განაცხადა მიქანაძემ.მისი თქმით, ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა უმთავრესია. „დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭიერებით ახალ გამოწვევებს ფეხს ადვილად აუწყობთ.გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი საკუთარ მომავალს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ოჯახისა და ჩვენი ქვეყნისთვის ქმნით. სწორედ ამიტომ, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ", - აღნიშნა მიქანაძემ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთლა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება", - აღნიშნა წერეთელმა. 2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ "ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_48:0:715:500_1920x0_80_0_0_bd27d095df44198feec81b878556725b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
არ შეგეშინდეთ გამოწვევების: განათლების მინისტრამა აბიტურიენტებს მიმართა
დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია, განაცხადა გივი მიქანაძემ.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
„გისურვებთ, ყოველმა ახალმა დღემ დაგაახლოოთ თქვენს მიზნებთან და ოცნებებთან. არ შეგეშინდეთ გამოწვევების, იყავით გაბედულები, რადგან სწორედ გაბედულები ქმნიან ისტორიას", – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ათასობით აბიტურიენტისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რაც თითოეული მათგანის შრომისა და თავდადების შედეგია.
„ყველა თქვენგანს წარმატებას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს გისურვებთ. მჯერა, ყველა გამოწვევას ღირსეულად დაძლევთ და შრომითა და მონდომებით თქვენთვის სასურველ პროფესიას დაეუფლებით", - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა უმთავრესია.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭიერებით ახალ გამოწვევებს ფეხს ადვილად აუწყობთ.გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი საკუთარ მომავალს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, ოჯახისა და ჩვენი ქვეყნისთვის ქმნით. სწორედ ამიტომ, განათლების ყველა საფეხურზე ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ", - აღნიშნა მიქანაძემ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთლა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება", - აღნიშნა წერეთელმა.
2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ "ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.