ზახაროვამ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭების მსურველები გააფრთხილა

© Press service of the Russian Foreign Ministry  / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2025
გამოწერა
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის მეგობრული ურთიერთობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ცოტა არაა ისეთი, ვისაც ამაზე ხელის მოთბობა სურს. ოღონდ ფრთხილად იყვნენ, ხელი არ დაიწვან. იმიტომ, რომ, ხალხისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობა და ისინი, ვინც ამის გაფუჭებას ცდილობს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ“, — თქვა ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში.
მანამდე, 30 ივნისს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ (შედის მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში) შვიდი თანამშრომელი დააკავა — მათ შორის, რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. როგორც რუსული მხარე ირწმუნება, მათ დაკავებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2025
რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭო Sputnik-ის თანამშრომლების გათავისუფლებას მოითხოვს
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ამ დროისათვის რედაქცია ბლოკირებულია, დაკავებულებთან კი არანაირი კავშირი არ არსებობს — მათთან არც საკონსულოს თანამშრომლებს უშვებენ და არც ნათესავებს.
ყველა ახალი ამბავი
0