გაფანტული სკლეროზი: რეგიონებში პაციენტები ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2025
გამოწერა
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური, ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია.
უწყების ცნობით, ბენეფიციარებს ასევე დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა გამართა და მათ სახელმწიფო დაფინანსებასა და ახალ სერვისებზე, მიხეილ სარჯველაძემ, მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიახლის შედეგად, ყველა პაციენტს, საჭირო მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს, ამასთან, ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს, მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხისგან გაათავისუფლებს.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები „ოკრევუსი“ (ხსნარი) და „გილენია“ (აბები) უკვე შეიძინა. პაციენტებს, უფინანსდებათ აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც ინდივიდუალურად, დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით ენიშნებათ. ასევე, ოკრევუსის ხსნარის შემთხვევაში, ფინანსდება მისი გადასხმა ან კანქვეშა ინიექცია, რომელიც დღის სტაციონარში ტარდება.
ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერის, მკურნალობის მონიტორინგისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები.
პროგრამა ასევე მოიცავს დღის სტაციონარის პირობებში მედიკამენტ „მეთილპრედნიზოლონით" მკურნალობის კომპონენტს, რომელიც დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაინიშნება და სრულად დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქსა და აჭარის რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის პროგრამას ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს.
პროგრამაში ჩასართავად პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, წარმოადგინოს ფორმა 100. პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, აფთიაქიდან გაიტანოს კუთვნილი მედიკამენტი, სამედიცინო სერვისებისთვის კი მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
ყველა ახალი ამბავი
0