https://sputnik-georgia.com/20250701/tav-airports-tbilisis-aeroportshi-siaxleebs-gegmavs-294000032.html
თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება: რა სიახლეებს გეგმავს TAV Airports
თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება: რა სიახლეებს გეგმავს TAV Airports
Sputnik საქართველო
TAV Airports-ი წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T15:58+0400
2025-07-01T15:58+0400
2025-07-01T15:58+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757723_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_59f0effbb01323e9b5e36a1dfb12bbd8.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თურქული კომპანია TAV Airports-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რომელიც მოხმარდება არსებული ტერმინალის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და უზრუნველყოფს 2031 წლამდე აეროპორტის გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას. ამის შესახებ ინფორმაცის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განიხილეს კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, დღეს სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოში - 2024 წელს მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. ასევე მზარდია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა. TAV Airports-ის პრეზიდენტის განცხადებით, კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებას. რაც შეეხება ვაზიანში, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, ქვრივიშვილის განცხადებით, ის 2031 წლიდან ამოქმედდება და წელიწადში 19 მლნ მგზავრს მოემსახურება. კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, ფრანგული Groupe ADP - ის წევრია. TAV Georgia, რომელიც TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, საქართველოში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში 230 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით TAV Georgia-თან თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება. TAV Georgia-ს მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის მთლიანად „ტავ ჯორჯიამ“ დააპროექტა და ააშენა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757723_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_ba40e5e6dc67f628019d8d7656cce220.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება: რა სიახლეებს გეგმავს TAV Airports
TAV Airports-ი წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თურქული კომპანია TAV Airports-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რომელიც მოხმარდება არსებული ტერმინალის გაფართოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და უზრუნველყოფს 2031 წლამდე აეროპორტის გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას. ამის შესახებ ინფორმაცის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განიხილეს კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ.
როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, დღეს სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოში - 2024 წელს მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. ასევე მზარდია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა.
„ამ ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას, რათა ვაზიანის ამოქმედებამდე, შესაძლებელი იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება შეფერხების გარეშე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
TAV Airports-ის პრეზიდენტის განცხადებით, კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებას.
„გასულ წელს ჩვენ 4,7 მლნ მგზავრი გვყავდა. ტერმინალებში გამტარუნარიანობის ზედა ზღვრამდე მივდივართ, სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რათა შეგვეთავაზებინა ახალი ინვესტიცია ტერმინალების გასაუმჯობესებლად და აეროპორტის გამტარუნარიანობის 10 მლნ მგზავრამდე გასაზრდელად“, - აღნიშნა სერქან კაპტანმა.
რაც შეეხება ვაზიანში, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, ქვრივიშვილის განცხადებით, ის 2031 წლიდან ამოქმედდება და წელიწადში 19 მლნ მგზავრს მოემსახურება.
კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, ფრანგული Groupe ADP - ის წევრია. TAV Georgia, რომელიც TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, საქართველოში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში 230 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით TAV Georgia-თან თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
TAV Georgia-ს მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის მთლიანად „ტავ ჯორჯიამ“ დააპროექტა და ააშენა.