https://sputnik-georgia.com/20250701/piqsirdeba-tu-ara-zgvashi-shxamiani-tevzi-293988625.html
ფიქსირდება თუ არა შავ ზღვაში შხამიანი თევზი: სააგენტოს განმარტება
ფიქსირდება თუ არა შავ ზღვაში შხამიანი თევზი: სააგენტოს განმარტება
Sputnik საქართველო
უწყება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 01.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-01T12:29+0400
2025-07-01T12:29+0400
2025-07-01T12:29+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293966269_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_b1faa39628e0676e865d540dfcc9cbfc.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს სანაპირო წყლებში ამ დრომდე ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში მეორედ დაფიქსირდა სახიფათო ინვაზიური სახეობა – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) გავრცელების ფაქტი, რომელიც ტეტრაოდონის ოჯახს მიეკუთვნება. გავრცელებული ინფორმაციით, თევზის შავ ზღვაში გავრცელება მრავალმხრივ საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემას, ისე ადამიანთა ჯანმრთელობასა და ადგილობრივ თევზჭერას.უწყების მტკიცებით, ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევასა და მონიტორინგს. უწყება მოუწოდებს ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293966269_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_ef0050d5d7f7363c4a14a13f82f0c447.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, აჭარა , ახალი ამბები
ფიქსირდება თუ არა შავ ზღვაში შხამიანი თევზი: სააგენტოს განმარტება
უწყება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს სანაპირო წყლებში ამ დრომდე ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში მეორედ დაფიქსირდა სახიფათო ინვაზიური სახეობა – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) გავრცელების ფაქტი, რომელიც ტეტრაოდონის ოჯახს მიეკუთვნება. გავრცელებული ინფორმაციით, თევზის შავ ზღვაში გავრცელება მრავალმხრივ საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემას, ისე ადამიანთა ჯანმრთელობასა და ადგილობრივ თევზჭერას.
ვერცხლისფერი მუცელეკლიანი ტოქსიკური თევზია. ყველაზე დიდი საფრთხე ტეტროდოტოქსინია – ძლიერი ნეიროტოქსინი, რომელიც ამ თევზის სხეულშია. შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თევზი არასათანადოდ მომზადებულ საკვებად იქცევა.
უწყების მტკიცებით, ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევასა და მონიტორინგს.
უწყება მოუწოდებს ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.