https://sputnik-georgia.com/20250628/xasuri-suramis-tyesi-wiwvovani-jisis-xeebi-gacexes-dakavebulia-erti-piri-293948433.html
ხაშური-სურამის ტყეში წიწვოვანი ჯიშის ხეები გაჩეხეს: დაკავებულია ერთი პირი
ხაშური-სურამის ტყეში წიწვოვანი ჯიშის ხეები გაჩეხეს: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 28.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-28T13:08+0400
2025-06-28T13:08+0400
2025-06-28T13:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე 56 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ფლობდა არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს, სადაც დამონტაჟებული ჰქონდა ე.წ. ლენტური ხერხი. სამართალდამცველებმა ხაშური-სურამის ხელოვნურად გაშენებულ ერთ-ერთ სატყეო უბანზე დაკავებულის მიერ უკანონოდ გაჩეხილი 12 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, ასევე დაუდგენელ დროს მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული 70 ერთეული დანაწევრებული ხის მორი ამოიღეს. გამოძიება სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ხაშური-სურამის ტყეში წიწვოვანი ჯიშის ხეები გაჩეხეს: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე 56 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ფლობდა არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს, სადაც დამონტაჟებული ჰქონდა ე.წ. ლენტური ხერხი.
სამართალდამცველებმა ხაშური-სურამის ხელოვნურად გაშენებულ ერთ-ერთ სატყეო უბანზე დაკავებულის მიერ უკანონოდ გაჩეხილი 12 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, ასევე დაუდგენელ დროს მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული 70 ერთეული დანაწევრებული ხის მორი ამოიღეს.
გამოძიება სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.