კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის სამი უცხოელია

CC BY 2.0 / Mark / lemon kushმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2025
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ლაგოდეხში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 23-დან 27 წლამდეა, არიან რუმინეთის, ერიტრეასა და იორდანიის მოქალაქეები. საგამოძიებო უწყება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
სამართალდამცველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0