გალიფ ოზთურქმა საპატიმრო დატოვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმროები ბათუმში
სასტუმროები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2025
გამოწერა
გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 2022 წლის 31 მაისს დააკავეს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. თურქმა ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქმა სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა, იუწყება „ტვ პირველი“.
არსებული ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენის გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოხდა. გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 2022 წლის 31 მაისს დააკავეს.
2023 წლის თენერვლის ბოლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ოზთურქი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260 მიუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვას ან გასაღებას გულისხმობს.
თავად გალიფ ოზთურქი თავს ბრალდებულად არ მიიჩნევდა.
თურქ ბიზნესმენს ბრალი ასევე წაყენებული ჰქონდა ფინანსურ დარვევებზე (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია).
ბიზნესმენის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.
ყველა ახალი ამბავი
0