https://sputnik-georgia.com/20250627/parlamentis-senobasi-usafrtxoebis-yviteli-done-amoqmeddeba-293932639.html
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება
Sputnik საქართველო
პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა. 27.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-27T11:12+0400
2025-06-27T11:12+0400
2025-06-27T11:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0c/291366772_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_d834bb69aaaa5506c2edc313aa11c066.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დღეს, 27 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონეზე იმოქმედებს, ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება. უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. პარლამენტის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დახურვამდე დარჩენილ დროში დაგეგმილია რიგი კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღება და ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა. საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.
https://sputnik-georgia.com/20250627/dres-saqartvelos-parlamentis-sagazafxulo-sesia-daixureba-293929711.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0c/291366772_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_aab682038ab9302b802f47ebb41c85cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება
პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დღეს, 27 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონეზე იმოქმედებს, ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
პარლამენტის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დახურვამდე დარჩენილ დროში დაგეგმილია რიგი კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღება და ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა.
საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.