დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება

© Sputnik / Vladimir Umikashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2025
გამოწერა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სიტყვით მიმართავს და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 27 ივნისს დაიხურება, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
დღეს დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც წარადგენს ანგარიშს 2022 წლის მთავრობის პროგრამის შესასრულებლად გაწეული სამუშაოს შესახებ.
ამასთან, პარლამენტის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დახურვამდე დარჩენილ დროში დაგეგმილია რიგი კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღება და ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა.
გარდა ამისა, პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივებს.
საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0