https://sputnik-georgia.com/20250627/givi-targamazes-svidi-tvit-tavisuflebis-arkveta-seefarda-293933677.html
გივი თარგამაძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
გივი თარგამაძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. 27.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-27T12:34+0400
2025-06-27T12:34+0400
2025-06-27T12:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/95/233389551_0:215:2878:1834_1920x0_80_0_0_1c6dbdd0782eb628e9b59fd80328910a.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე დამნაშავედ ცნო. თარგამაძეს სასჯელის სახით შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ოპოზიციონერი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია. გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ თარგამაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია " "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის საქმეებზე. ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7-7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხაზარაძე-ბადრის ჯაფარიძეს კი 8-8- თვით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, ოთხივე მათგანს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/95/233389551_74:0:2805:2048_1920x0_80_0_0_56aeae0065e840ef410ba0fb60fee296.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გივი თარგამაძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე დამნაშავედ ცნო.
თარგამაძეს სასჯელის სახით შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. ოპოზიციონერი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თარგამაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა პარტია " "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის საქმეებზე. ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე სასჯელის სახით 7-7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხაზარაძე-ბადრის ჯაფარიძეს კი 8-8- თვით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, ოთხივე მათგანს ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავებულია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.