ბაზალეთის ტბასთან დიდი ოდენობით კანაფი ამოიღეს: დაკავებულია ერთი პირი

CC BY 2.0 / Mark / lemon kushმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2025
გამოწერა
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 35 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავებ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის მიერ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 136 ძირი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0