https://sputnik-georgia.com/20250625/shota-arveladze-qarismpashas-uxelmzgvanelebs-293901334.html
შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება - „ქასიმფაშასთან“ შეთანხმება მიღწეულია
შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება - „ქასიმფაშასთან“ შეთანხმება მიღწეულია
Sputnik საქართველო
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. 25.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-25T10:29+0400
2025-06-25T10:29+0400
2025-06-25T10:29+0400
საქართველო
თურქეთი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23992/22/239922224_0:74:2000:1199_1920x0_80_0_0_3e134b6426ea81e966cd8787857843a8.jpg
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. შოთა არველაძემ „ქასიმფაშასთან“ შეთანხმებას მიაღწია, მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და 25 ივნისს ოჯახთან ერთად სტამბოლში ჩავა, ამის შესახებ ინფორმაციას Beinsports-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, თურქეთის სუპერლიგის „ქასიმფაშამ“ გათავისუფლებული მწვრთნელის, ბურაქ ილმაზის ნაცვლად ქართველ მწვრთნელ შოთა არველაძესთან შეთანხმებას მიაღწია – მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამ შეთანხმებით შოთა „ქასიმფაშას“ მწვრთნელი 10-წლიანი შესვენების შემდეგ გახდა.არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში. შემდეგ იყო ინგლისური „ჰალ სიტი“. ქართველმა მწვრთნელმა ბოლოს 2023/24 წლების სეზონში „ფათიჰ ქარაგუმრუქს“ 17 მატჩში უხელმძღვანელა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23992/22/239922224_335:80:1720:1119_1920x0_80_0_0_1e733328c77f7ddddb3c92e14fd41063.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , სპორტი, ახალი ამბები
შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება - „ქასიმფაშასთან“ შეთანხმება მიღწეულია
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა.
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. შოთა არველაძემ „ქასიმფაშასთან“ შეთანხმებას მიაღწია, მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და 25 ივნისს ოჯახთან ერთად სტამბოლში ჩავა, ამის შესახებ ინფორმაციას Beinsports-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის სუპერლიგის „ქასიმფაშამ“ გათავისუფლებული მწვრთნელის, ბურაქ ილმაზის ნაცვლად ქართველ მწვრთნელ შოთა არველაძესთან შეთანხმებას მიაღწია – მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამ შეთანხმებით შოთა „ქასიმფაშას“ მწვრთნელი 10-წლიანი შესვენების შემდეგ გახდა.
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა.
ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში. შემდეგ იყო ინგლისური „ჰალ სიტი“. ქართველმა მწვრთნელმა ბოლოს 2023/24 წლების სეზონში „ფათიჰ ქარაგუმრუქს“ 17 მატჩში უხელმძღვანელა.