https://sputnik-georgia.com/20250625/ben-gurionisa-da-haipas-aeroportebma-mushaoba-ganaaxla-293901857.html
საელჩო: ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას
საელჩო: ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას
Sputnik საქართველო
საელჩო დაინტერესებულ პირებს ურჩევს, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე 25.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-25T12:00+0400
2025-06-25T12:00+0400
2025-06-25T13:56+0400
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/27/228332720_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_8e04cdfddc6344ce08a8a22c50d485b8.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ისრაელში ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას, ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია, ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ირანთან 12-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი. მას შემდეგ, რაც ზურგის სარდლობამ ქვეყნის მასშტაბით ყველა შეზღუდვა მოხსნა, გაიხსნა ქვეყნის საჰაერო სივრცეც. საელჩო დაინტერესებულ პირებს ურჩევს, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად. ესკალაცია ისრაელსა და ირანს შორის13 ივნისის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა თეირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო, რომელიც მტრის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხა. 22 ივნისის საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა. მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას. აშშ-ის პრეზიდენტმა 23 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას". პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად - თეირანმა დიპლომატიური არხებით რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა ვაშინგტონი თავდასხმების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კამპანია ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა, რადგან მისი განცხადებით, ისრაელმა აღმოფხვრა ირანიდან მომდინარე ორი ეგზისტენციალური საფრთხე - ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები. ისტორიულ გამარჯვებას თავის მხრივ ზეიმობს ირანიც. ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მათ შორის, ბირთვული ობიექტების განადგურებას და ამ მიმართულებით კვლევის შეწყვეტას.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/27/228332720_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a43d73746363f5deb36006dadd4992cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , საზოგადოება, ახალი ამბები
საელჩო: ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას
12:00 25.06.2025 (განახლებულია: 13:56 25.06.2025) საელჩო დაინტერესებულ პირებს ურჩევს, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ისრაელში ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას, ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია, ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანთან 12-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი. მას შემდეგ, რაც ზურგის სარდლობამ ქვეყნის მასშტაბით ყველა შეზღუდვა მოხსნა, გაიხსნა ქვეყნის საჰაერო სივრცეც.
„შეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების რაოდენობაზე. ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში დაბრუნება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საელჩო დაინტერესებულ პირებს ურჩევს, თვალი ადევნონ ავიაკომპანიების განცხადებებს ფრენების განრიგის თაობაზე უახლესი ინფორმაციის მისაღებად.
ესკალაცია ისრაელსა და ირანს შორის
13 ივნისის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა თეირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო, რომელიც მტრის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხა.
22 ივნისის საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა.
მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას.
აშშ-ის პრეზიდენტმა 23 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად - თეირანმა დიპლომატიური არხებით რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა ვაშინგტონი თავდასხმების შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კამპანია ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა, რადგან მისი განცხადებით, ისრაელმა აღმოფხვრა ირანიდან მომდინარე ორი ეგზისტენციალური საფრთხე - ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები.
ისტორიულ გამარჯვებას თავის მხრივ ზეიმობს ირანიც. ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მათ შორის, ბირთვული ობიექტების განადგურებას და ამ მიმართულებით კვლევის შეწყვეტას.