https://sputnik-georgia.com/20250624/saudis-arabetshi-saqartvelos-saelchoshi-cxeli-xazi-amushavda-293887755.html
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო: საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზი"
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო: საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზი"
Sputnik საქართველო
საელჩო მოუწოდებს საუდის არაბეთის სამეფოსა და ბაჰრეინის სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T13:58+0400
2025-06-24T13:58+0400
2025-06-24T13:58+0400
საქართველო
საუდის არაბეთი
ისრაელი
ისრაელი-ჰამასის ომი
ირანი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250498621_161:518:2869:2041_1920x0_80_0_0_8cbd9d4e73bc5be3b4ebef3ade4bef90.jpg
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი" ამოქმედდა, ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ „ცხელ ხაზზე" (+966 55 713 6346).საელჩო მოუწოდებს საუდის არაბეთის სამეფოსა და ბაჰრეინის სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ.ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 13 ივნისის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა თეირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო, რომელიც მტრის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხა. მხარეები დღეში რამდენჯერმე ცვლიან დარტყმებს.ამერიკული დარტყმები კვირა საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა. მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმის მიზანი თეირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა იყო და თან დასძინა, რომ ურანის გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია. პენტაგონში განაცხადეს, რომ დარტყმების საბოლოო შედეგების შეფასებას დრო დასჭირდება. აშშ ირანს მშვიდობისკენ მოუწოდებს, თუმცა ღამით მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ ახალი დარტყმებით იმუქრება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანი იტოვებს უფლებას დაიცვას საკუთარი ინტერესები.აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას". პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.
საქართველო
საუდის არაბეთი
ისრაელი
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250498621_96:0:2817:2041_1920x0_80_0_0_c953d14ecf5d03e91a5d0285bd70c94f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საუდის არაბეთი , ისრაელი , ისრაელი-ჰამასის ომი, ირანი , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
საქართველო, საუდის არაბეთი , ისრაელი , ისრაელი-ჰამასის ომი, ირანი , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო: საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზი"
საელჩო მოუწოდებს საუდის არაბეთის სამეფოსა და ბაჰრეინის სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ.
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი" ამოქმედდა, ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ „ცხელ ხაზზე" (+966 55 713 6346).
საელჩო მოუწოდებს საუდის არაბეთის სამეფოსა და ბაჰრეინის სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 13 ივნისის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა თეირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა.
სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო, რომელიც მტრის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხა. მხარეები დღეში რამდენჯერმე ცვლიან დარტყმებს.
კვირა საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა.
მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმის მიზანი თეირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა იყო და თან დასძინა, რომ ურანის გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია.
პენტაგონში განაცხადეს, რომ დარტყმების საბოლოო შედეგების შეფასებას დრო დასჭირდება. აშშ ირანს მშვიდობისკენ მოუწოდებს, თუმცა ღამით მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ ახალი დარტყმებით იმუქრება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანი იტოვებს უფლებას დაიცვას საკუთარი ინტერესები.
აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.