https://sputnik-georgia.com/20250623/usaprtxoebis-sabchos-gauqmebis-shesaxeb-sakanonmdeblo-paketi-biuroze-dainicirda-293882384.html
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება: საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროზე დაინიცირდა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება: საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროზე დაინიცირდა
Sputnik საქართველო
კანონმდებლები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T23:00+0400
2025-06-23T23:00+0400
2025-06-23T23:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287174893_0:3:881:498_1920x0_80_0_0_8aab3774712ec86ed15f727f4b5ba1b7.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა. როგორც ადმინისტრაციაში განმარტეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ხორციელდება, საიდანაც ყველა იმ ნორმის ამოღება იგეგმება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის სტრუქტურას, უფლებამოსილებებს და საქმიანობას შეეხება.ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს.ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს.ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შედგება რვა მუდმივი წევრისგან: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.საბჭოს ევალება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე. უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287174893_106:0:773:500_1920x0_80_0_0_3d7ec84966c6e8874e8f8e06bb96f3d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება: საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროზე დაინიცირდა
კანონმდებლები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა. როგორც ადმინისტრაციაში განმარტეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ხორციელდება, საიდანაც ყველა იმ ნორმის ამოღება იგეგმება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის სტრუქტურას, უფლებამოსილებებს და საქმიანობას შეეხება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს.
ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს.
ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შედგება რვა მუდმივი წევრისგან: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.
საბჭოს ევალება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე. უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი.