https://sputnik-georgia.com/20250623/saqartvelos-moqalaqeebs-israelis-datoveba-iordaniisa-da-egviptis-gavlit-sheuzliat-293881490.html
საელჩო: საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის დატოვება იორდანიისა და ეგვიპტის გავლით შეუძლიათ
საელჩო: საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის დატოვება იორდანიისა და ეგვიპტის გავლით შეუძლიათ
Sputnik საქართველო
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T21:38+0400
2025-06-23T21:38+0400
2025-06-23T21:38+0400
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/27/228332720_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_8e04cdfddc6344ce08a8a22c50d485b8.jpg
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ, ისრაელი დატოვონ ან ეგვიპტით, ან იორდანიით. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.13 ივნისის ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა თეირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო, რომელიც მტრის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხა. მხარეები დღეში რამდენჯერმე ცვლიან დარტყმებს.ისრაელში საქართველოს საელჩო დეტალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს, მსურველებმა თუ როგორ დატოვონ ქვეყანა. იორდანიის შემთხვევაში:მოქალაქეს შეუძლია საზღვარი გადაკვეთოს The Yitzhak Rabin Crossing: 08:00-20:00 ან The Jordan River crossing: 09:00-16:00 სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით, ავტობუსით ან მატარებლით. ისრაელის დატოვების დროს მოქალაქე იხდის 122 შეკელს, რაც არის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელი. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომელიც იორდანიის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ, თანხა შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს.საზღვრიდან ამანამდე გადის ტაქსი, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი. The Jordan River crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით ორი საათის გზა, The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანამდე კი არის დაახლოებით ოთხი საათის გზა.ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით საქართველოში და/ან მესამე ქვეყნის გამოყენებით გაფრენა. საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იორდანიის ცა დაბომბვის დროს იხურება და დისკომორტი დიდი რიგია. ეგვიპტის შემთხვევაში:მოქალაქეს შეუძლია, საზღვარი გადაკვეთოს Taba border crossing: 24/7 სასაზღვრო-გამშვები პუნქტით. მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა მანქანით, ავტობუსით ან მატარებლით. ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომელიც ეგვიპტის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ. ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი და ნებართვა 21 დოლარი.საზღვრიდან შარმ ელ-შეიხამდე გადის ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი, გზა – დაახლოებით 2.30 საათი. შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გაფრენა საქართველოში, არის პირდაპირი რეისები. საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დისკომფორტი დიდი რიგი და ბევრი კითხვაა ისრაელის მესაზღვრეებისა და უსაფრთხოების ოფიცრებისგან.ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია „ცხელი ხაზი", ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.ამერიკული დარტყმებიკვირა საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა.მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმის მიზანი თეირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა იყო და თან დასძინა, რომ ურანის გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია.პენტაგონში განაცხადეს, რომ დარტყმების საბოლოო შედეგების შეფასებას დრო დასჭირდება.აშშ ირანს მშვიდობისკენ მოუწოდებს, თუმცა ღამით მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ ახალი დარტყმებით იმუქრება.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანი იტოვებს უფლებას დაიცვას საკუთარი ინტერესები.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/27/228332720_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a43d73746363f5deb36006dadd4992cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საელჩო: საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის დატოვება იორდანიისა და ეგვიპტის გავლით შეუძლიათ
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში.
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ, ისრაელი დატოვონ ან ეგვიპტით, ან იორდანიით. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
13 ივნისის ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა თეირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო, რომელიც მტრის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხა. მხარეები დღეში რამდენჯერმე ცვლიან დარტყმებს.
ისრაელში საქართველოს საელჩო დეტალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს, მსურველებმა თუ როგორ დატოვონ ქვეყანა.
მოქალაქეს შეუძლია საზღვარი გადაკვეთოს The Yitzhak Rabin Crossing: 08:00-20:00 ან The Jordan River crossing: 09:00-16:00 სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით, ავტობუსით ან მატარებლით. ისრაელის დატოვების დროს მოქალაქე იხდის 122 შეკელს, რაც არის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელი. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომელიც იორდანიის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ, თანხა შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს.
საზღვრიდან ამანამდე გადის ტაქსი, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი. The Jordan River crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით ორი საათის გზა, The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანამდე კი არის დაახლოებით ოთხი საათის გზა.
ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით საქართველოში და/ან მესამე ქვეყნის გამოყენებით გაფრენა. საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იორდანიის ცა დაბომბვის დროს იხურება და დისკომორტი დიდი რიგია.
მოქალაქეს შეუძლია, საზღვარი გადაკვეთოს Taba border crossing: 24/7 სასაზღვრო-გამშვები პუნქტით. მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა მანქანით, ავტობუსით ან მატარებლით. ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომელიც ეგვიპტის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ. ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი და ნებართვა 21 დოლარი.
საზღვრიდან შარმ ელ-შეიხამდე გადის ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი, გზა – დაახლოებით 2.30 საათი. შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გაფრენა საქართველოში, არის პირდაპირი რეისები. საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დისკომფორტი დიდი რიგი და ბევრი კითხვაა ისრაელის მესაზღვრეებისა და უსაფრთხოების ოფიცრებისგან.
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია „ცხელი ხაზი", ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.
კვირა საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა.
მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმის მიზანი თეირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა იყო და თან დასძინა, რომ ურანის გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია.
პენტაგონში განაცხადეს, რომ დარტყმების საბოლოო შედეგების შეფასებას დრო დასჭირდება.
აშშ ირანს მშვიდობისკენ მოუწოდებს, თუმცა ღამით მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ ახალი დარტყმებით იმუქრება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანი იტოვებს უფლებას დაიცვას საკუთარი ინტერესები.