https://sputnik-georgia.com/20250623/mtavrobis-epeqtianobis-departaments-guram-dumbadze-uxelmzgvanelebs-293882208.html
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს გურამ დუმბაძე უხელმძღვანელებს
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს გურამ დუმბაძე უხელმძღვანელებს
Sputnik საქართველო
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის... 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T22:27+0400
2025-06-23T22:27+0400
2025-06-23T22:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს, გურამ დუმბაძე უხელმძღვანელებს. პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილების გაფართოების თაობაზე კანონპროექტის ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის მარტში მიიღო.მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.დუმბაძეს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. დუმბაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 11 წლის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა პოზიცია - აუდიტორ-ასისტენტობიდან მთავარ აუდიტორობამდე. 2021 წლიდან ამ დრომდე გურამ დუმბაძეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა..
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს გურამ დუმბაძე უხელმძღვანელებს
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს, გურამ დუმბაძე უხელმძღვანელებს.
პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილების გაფართოების თაობაზე კანონპროექტის ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის მარტში მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.
დუმბაძეს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით.
დუმბაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 11 წლის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა პოზიცია - აუდიტორ-ასისტენტობიდან მთავარ აუდიტორობამდე. 2021 წლიდან ამ დრომდე გურამ დუმბაძეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა..