https://sputnik-georgia.com/20250623/gela-geladze-somxets-ewveva-293873701.html
გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველი ძალოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და სომეხ კოლეგას შეხვდება. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T12:13+0400
2025-06-23T12:13+0400
2025-06-23T12:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სომხეთი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_0:0:801:451_1920x0_80_0_0_94e2dc98018e2c1f1b6682d47bc5f3cc.jpg
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა, ნათქვამის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანთან. მხარეები განიხილავენ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საუბარი ასევე შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველო და სომხეთი დღეისთვის სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 873,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. 2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. 2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ. 2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_45:0:754:532_1920x0_80_0_0_8c4ecfd6e83c6000e7cd4f74bd3f2a1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
ქვეყნის პირველი ძალოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და სომეხ კოლეგას შეხვდება.
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა, ნათქვამის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანთან.
მხარეები განიხილავენ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
საუბარი ასევე შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
დღეისთვის სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 873,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.