https://sputnik-georgia.com/20250622/iranis-parlamentma-ormuzis-daxurvas-mxari-dauchira-293870583.html
ირანის პარლამენტმა ორმუზის სრუტის დაკეტვას მხარი დაუჭირა
ირანის პარლამენტმა ორმუზის სრუტის დაკეტვას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
ირანული მედიის ინფორმაციით, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს. 22.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-22T20:56+0400
2025-06-22T20:56+0400
2025-06-22T20:56+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23622/59/236225901_0:144:3385:2048_1920x0_80_0_0_0e23347f6a2a237ef52ffd61a0a6d947.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ირანის მეჯლისი (ერთპალატიანი პარლამენტი), ქვეყანაში არსებულ ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, აუცილებლად მიიჩნევს ორმუზის სრუტის დაკეტვას, განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ესმაილ კოვსარიმ.კოვსარის განმარტებით, მეჯლისი დათანხმდა გლობალური ენერგოვაჭრობის საკვანძო არტერიის დახურვას ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ.სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია. ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.ამერიკული დარტყმებიკვირა საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა.მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას.ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს მოუწოდა ახლო აღმოსავლეთში აგრესიის შეწყვეტისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ რელსებზე დაბრუნების ძალისხმევის გაზრდისკენ.
ირანი
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23622/59/236225901_0:196:2470:2048_1920x0_80_0_0_b641556ba6b33464814f1e5865870ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი , ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, ირანი , ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , პოლიტიკა, ახალი ამბები
ირანის პარლამენტმა ორმუზის სრუტის დაკეტვას მხარი დაუჭირა
ირანული მედიის ინფორმაციით, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ირანის მეჯლისი (ერთპალატიანი პარლამენტი), ქვეყანაში არსებულ ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, აუცილებლად მიიჩნევს ორმუზის სრუტის დაკეტვას, განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ესმაილ კოვსარიმ.
„პარლამენტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ორმუზის სრუტე უნდა დაიკეტოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიიღებს“, - ციტირებს ტელეკომპანია Press TV კოვსარის სიტყვებს.
კოვსარის განმარტებით, მეჯლისი დათანხმდა გლობალური ენერგოვაჭრობის საკვანძო არტერიის დახურვას ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ.
სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია. ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
კვირა საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა.
მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელს დაგეგმილი დარტყმების შესახებ წინასწარ აცნობა. ამასთან, აშშ დაუკავშირდა ირანს, რათა ეცნობებინა, რომ ისინი მხოლოდ დარტყმებს გეგმავენ და არა თეირანში ხელისუფლების შეცვლას.
ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს მოუწოდა ახლო აღმოსავლეთში აგრესიის შეწყვეტისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ რელსებზე დაბრუნების ძალისხმევის გაზრდისკენ.