https://sputnik-georgia.com/20250621/saqartvelos-17-ma-moqalaqem-israeli-datova-saelco-293861619.html
ისრაელი საქართველოს 17-მა მოქალაქემ დატოვა - საელჩო
ისრაელი საქართველოს 17-მა მოქალაქემ დატოვა - საელჩო
Sputnik საქართველო
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. 21.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-21T19:11+0400
2025-06-21T19:11+0400
2025-06-21T19:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/14/234471471_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_9101fc1fb2f37b1dcb2c75e4e5a8a270.jpg
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ისრაელის სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს საელჩო ისრაელში.ისრაელმა ირანი ფარული სამხედრო-ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა და 13 ივნისის ღამეს მის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. სარაკეტო დარტყმების და დივერსიული ჯგუფების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები.ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით - TABA.სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ დატოვა.ირანი უარყოფს, რომ მისი ატომური პროექტი სამხედრო კომპონენტს შეიცავს. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Atomic Energy Agency, IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, სააგენტოს ინსპექტორებმა ვერ იპოვეს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის განცხადებების საწინააღმდეგოდ, დაასკვნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შემუშავებას არ ცდილობდა, რაზედაც ტელეარხი CNN იუწყებოდა.ირანი ისრაელს რაკეტებითა და დრონების გაშვებით პასუხობს და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ძალებსა და ობიექტებს ესხმის თავს. ამავდროულად, ორივე მხრიდან იზრდება საცხოვრებელი კორპუსებზე დარტყმები და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა.ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 2800 დაშავდა. ისრაელის განცხადებით, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1200-ზე მეტი დაშავდა.ისრაელი და ირანი დღეში რამდენჯერმე ახორციელებენ ორმხრივ დარტყმებს. ისრაელის ხელისუფლება პირობას დებს, რომ კამპანიას მანამ გააგრძელებს, სანამ ირანის ბირთვულ პროგრამას არ გაანადგურებს. თეირანი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ისრაელის დაბომბვას მანამდე არ შეწყვეტს, სანამ ისრაელი ირანის დაბომბვას არ შეწყვეტს.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/14/234471471_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_472320d70125470726bb21ea1ad7e363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ისრაელი საქართველოს 17-მა მოქალაქემ დატოვა - საელჩო
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში.
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ისრაელის სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს საელჩო ისრაელში.
ისრაელმა ირანი ფარული სამხედრო-ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა და 13 ივნისის ღამეს მის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. სარაკეტო დარტყმების და დივერსიული ჯგუფების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები.
„ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.
ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით - TABA.
სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ დატოვა.
ირანი უარყოფს, რომ მისი ატომური პროექტი სამხედრო კომპონენტს შეიცავს. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Atomic Energy Agency, IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, სააგენტოს ინსპექტორებმა ვერ იპოვეს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის განცხადებების საწინააღმდეგოდ, დაასკვნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შემუშავებას არ ცდილობდა, რაზედაც ტელეარხი CNN იუწყებოდა.
ირანი ისრაელს რაკეტებითა და დრონების გაშვებით პასუხობს და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ძალებსა და ობიექტებს ესხმის თავს. ამავდროულად, ორივე მხრიდან იზრდება საცხოვრებელი კორპუსებზე დარტყმები და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 2800 დაშავდა. ისრაელის განცხადებით, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1200-ზე მეტი დაშავდა.
ისრაელი და ირანი დღეში რამდენჯერმე ახორციელებენ ორმხრივ დარტყმებს. ისრაელის ხელისუფლება პირობას დებს, რომ კამპანიას მანამ გააგრძელებს, სანამ ირანის ბირთვულ პროგრამას არ გაანადგურებს. თეირანი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ისრაელის დაბომბვას მანამდე არ შეწყვეტს, სანამ ისრაელი ირანის დაბომბვას არ შეწყვეტს.