მოსაზრება: აშშ-ის ახალი ომი ახლო აღმოსავლეთში

© AP Photo / Leo Correa
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2025
გამოწერა
ირანთან ახალი სამხედრო კონფლიქტის ჩათრევის ფონზე, ამერიკელები ისე იქცევიან, თითქოს დედამიწაზე ღმერთის მოციქულები იყვნენ, მაშინ როცა უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში აშშ-ს არც ერთი სამხედრო გამარჯვება არ მოუპოვებია. პენტაგონის წარუმატებელმა „გეოპოლიტიკურმა კორექციებმა“ ერაყსა და ავღანეთში, თეთრ სახლში ვერც ერთი პასუხისმგებელი ადამიანი ვერ გააჩინა და ვერაფერი ასწავლა.
ისრაელი და ირანი 13 ივნისიდან ყოველდღიურად ცვლიან ერთმანეთს შერეული ტიპის დარტყმებით დაახლოებით 1500 კმ-ის მანძილზე. ირანის ჰიპერბგერითი რაკეტების Fattah აშკარა უპირატესობით. ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ იწყება კიდევ უფრო მასშტაბური და დამანგრეველი იერიშები ისრაელის არმიის ობიექტებზე. თეირანის თქმით, „ისრაელის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლია დამყარებული“, ხოლო ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ უკვე აღარ არის ლეგენდა და საცრს სულ უფრო ჰგავს. ომის ველზე მოწინააღმდეგის შეუფასებლობა ძვირი ჯდება.
18 ივნისს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქ თაბრიზთან მორიგი — უკვე მეოთხე — ამერიკული წარმოების F-35 ტიპის ისრაელის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამას ემატება ათზე მეტი ჩამოგდებული თვითმფრინავი , მათ შორის F-16 და F-15. ეს სერიოზული დარტყმაა როგორც ამერიკელი სტრატეგებისთვის, ასევე კომპანია Lockheed Martin-ისთვის, რომელიც ირანის საჰაერო თავდაცვის განადგურებას მასობრივად გამოყენებული F-35-ებით გეგმავდა.
დასავლეთმა შეშფოთებით აღნიშნა „ირანული სარაკეტო დარტყმების მზარდი ეფექტიანობა“. ისრაელმა, ირანული შეტევების საპასუხოდ, აშშ-სა და ნატოსგან სამხედრო დახმარების გაზრდა მოითხოვა. პენტაგონმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და ომანის ყურის ზონაში დამატებითი გამანადგურებლები, ავიამზიდები და SM-3 და SM-6 ტიპის ანტისარაკეტო სისტემებით აღჭურვილი გამანადგურებლები გაგზავნა. გაერთიანებულმა სამეფომაც დამატებითი გამანადგურებლები ჩააყენა ახლო აღმოსავლეთში. ნატომ კი რეგიონში პირველი წარმომადგენლობა გახსნა — იორდანიის დედაქალაქში. დახმარება ახლოსაა, მაგრამ ისრაელის მისია უკვე ჩავარდა.
ისრაელმა ვერ შეძლო „დასავლური სამყაროს“ ინტერესებისთვის „ბინძური სამუშაოს“ შესრულება. ირანის შეიარაღებული ძალების არსებით სამხედრო უპირატესობას ვერ აკომპენსირებს ვერც მოსადის „ფოკუსები“ და ვერც ისრაელის ავიაციის მოულოდნელი რეიდები. ისრაელისთვის კრიტიკულმა მდგომარეობამ აიძულა ამერიკა, გამოეჩინა თავი და აღარ დამალულიყო პროქსი-ჩრდილში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 ივნისს თეირანს ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა „უფრო დაუყოვნებლივი კაპიტულაცია“. როგორც ჩანს, დარჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი ან 48 საათი, სანამ აშშ ირანთან ომში ჩაერთვება.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ, ამერიკული ულტიმატუმი უარყო. მან განაცხადა, რომ ირანი მზად არის, უპასუხოს აშშ-ის ნებისმიერ სამხედრო ჩარევას და მტერს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ჰამენეიმ ხაზგასმით აღნიშნა: „ბრძენი ადამიანები, რომლებიც იცნობენ ირანს, მის ხალხსა და ისტორიას, არასდროს ილაპარაკებენ ამ ქვეყანასთან მუქარის ენით, რადგან ირანის ხალხი არასდროს ნებდება“.
თეირანი ტექნოლოგიურად მზად არის 2000 კმ-მდე რადიუსის სარაკეტო იერიშებისთვის აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, თუ (ან როდესაც) პენტაგონი ოპერაციებში ჩაერთვება. დასავლეთში აღიარებენ „ირანული ბალისტიკური რაკეტების არსენალის მოწინავე შესაძლებლობებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ამერიკულ ბაზებს მიზანში ჰყავს ამოღებული და სერიოზულ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს“.
თუმცა, მზადყოფნაშია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენები B-52 და B-2, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო-გარსიას ბაზიდან შეძლებენ ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე 13 ტონიანი GBU-57 ტიპის ბომბების გამოყენებას (დაგეგმილია 20-მეტრიანი ბეტონის ფენის გარღვევისთვის). სწორედ ამიტომ განაცხადა დღეს რუსეთმა ბირთვული საფრთხის ზრდის შესახებ. ეს ესკალაცია სხვა განზომილებასაც იძენს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრმა, გენერალმა მოჰსენ რეზაიმ, ინტერვიუში განაცხადა, რომ ბირთვული შეტევის შემთხვევაში, ირანის ტერიტორიაზე, პაკისტანი მზად არის, ისრაელს ბირთვული პასუხი გასცეს.
თეირანს ძლიერი მოკავშირეები და პარტნიორები უჭერენ მხარს. სამხედრო დახმარება მიეწოდება პაკისტანიდან და ჩინეთიდან. მოსკოვი მოქმედებს რუსეთის ფედერაციასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე (მნიშვნელოვანი მუხლებია მე-4-დან მე-7-მდე). იემენის ჰუსიტები, თეირანთან კოორდინაციით, სარაკეტო იერიშებს ისრაელზე რეგულარულად ახორციელებენ. რეგიონული კონფლიქტი ინდოეთის ეროვნულ ინტერესებსაც სერიოზულად აზიანებს.
სავარაუდოა, რომ აშშ ომების გარეშე ვერ ფუნქციონირებს და ყოველი პრეზიდენტისთვის აუცილებლად მოიძებნება მემუარების მასალა „Mein Kampf“-ის სტილში. თუმცა, „ჰეგემონს“ ახლო აღმოსავლეთში უკვე ძველი უპირატესობა აღარ აქვს და აღარც ექნება. ამერიკელი ანალიტიკოსებიც აღიარებენ: „ისრაელმა დაიწყო ომი, რომლის დასრულება ადვილი არ იქნება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0