https://sputnik-georgia.com/20250620/prostituciis-xelsewyobistvis-tbilissi-tailandis-moqalaqeebi-daakaves-293841455.html
პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის თბილისში ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის თბილისში ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს თბილისში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ და კლიენტების... 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T12:21+0400
2025-06-20T12:21+0400
2025-06-20T12:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/65/248116572_0:116:3000:1804_1920x0_80_0_0_966fb3e2ca4959c2c3286c9d5f22228d.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ და მათ თბილისში, კერძოდ კი ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. უწყების ცნობით, ამ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/65/248116572_221:0:2780:1919_1920x0_80_0_0_14b1d7eb1591299fd97bfd63137b9699.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი 2020
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი 2020
პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის თბილისში ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს თბილისში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ და კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ და მათ თბილისში, კერძოდ კი ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
უწყების ცნობით, ამ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
„ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 ადმინისტრატორი დააკავა და 10 ობიექტი დახურა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.