https://sputnik-georgia.com/20250619/energetika-uzravi-qoneba-turizmi-saudis-arabeti-saqartvelosi-investiciebs-gazrdis-293834029.html
ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი - საუდის არაბეთი საქართველოში ინვესტიციებს გაზრდის
ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი - საუდის არაბეთი საქართველოში ინვესტიციებს გაზრდის
Sputnik საქართველო
საუდის არაბეთი საქართველოში ლოგისტიკისა და ენერგეტიკული პროექტების მიმართ ინტერესს იჩენს 19.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-19T19:35+0400
2025-06-19T19:35+0400
2025-06-19T19:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საუდის არაბეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293825914_0:111:2035:1255_1920x0_80_0_0_cee5b56fd57ffbf7db48d6b168fecf79.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც უკვე გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, რომლებთანაც განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოების პერსპექტივები.ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ინვესტიციების გაზრდის პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა.მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე, კერძოდ კი ენერგეტიკასა და ლოგისტიკაზე.ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას აქვს საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების, ასევე, მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293825914_107:0:1926:1364_1920x0_80_0_0_f2bc2014288eb7289d100e6b90234fd1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საუდის არაბეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საუდის არაბეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს მთავრობა
ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი - საუდის არაბეთი საქართველოში ინვესტიციებს გაზრდის
საუდის არაბეთი საქართველოში ლოგისტიკისა და ენერგეტიკული პროექტების მიმართ ინტერესს იჩენს
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც უკვე გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, რომლებთანაც განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოების პერსპექტივები.
ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ინვესტიციების გაზრდის პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე, კერძოდ კი ენერგეტიკასა და ლოგისტიკაზე.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას აქვს საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების, ასევე, მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.
ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.