https://sputnik-georgia.com/20250618/sami-qveknis-parlamentebisw-spikerebis-pirveli-shexvedra-wels-gaimarteba-293811149.html
სამი ქვეყნის პარლამენტების სპიკერების პირველი შეხვედრა მიმდინარე წელს გაიმართება
სამი ქვეყნის პარლამენტების სპიკერების პირველი შეხვედრა მიმდინარე წელს გაიმართება
Sputnik საქართველო
სპიკერის თქმით, საქართველო მალე უმასპინძლებს თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას, ხოლო შემოდგომაზე დაგეგმილია თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის... 18.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-18T16:29+0400
2025-06-18T16:29+0400
2025-06-18T16:29+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23031/00/230310001_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_42997b8a781073e8fda8bb7a4a2533f3.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი სამმხრივი შეხვედრა მიმდინარე წელს გაიმართება, მოლაპარაკებების მთავარი თემა რეგიონული ურთიერთქმედების კონტექსტში საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარება იქნება, განაცხადა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.შესაბამისი შეთანხმება პაპუაშვილსა და მის თურქ კოლეგას, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის – რედ.) თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შორის ანკარაში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით სამმხრივი ფორმატის იდეა ორი წლის წინ წარმოიშვა. პირველი შეხვედრა 2023 წელს თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა მიწისძვრის გამო გადაიდო.გარდა ამისა, სპიკერის თქმით, საქართველო მალე უმასპინძლებს თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას, ხოლო შემოდგომაზე დაგეგმილია თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ვიზიტი თურქეთში.„ამგვარად, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, მათ შორის, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.თურქეთში ვიზიტის პირველი დღის შეჯამებისას, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და ამ პროცესში საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს.„მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას პერსპექტივა აქვს, მაგრამ იქ, სადაც ომი და არასტაბილურობაა, განვითარება რთულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.
საქართველო
თურქეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23031/00/230310001_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_f02b01dcf96aec6eadd2be84ba00f07b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
სამი ქვეყნის პარლამენტების სპიკერების პირველი შეხვედრა მიმდინარე წელს გაიმართება
სპიკერის თქმით, საქართველო მალე უმასპინძლებს თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას, ხოლო შემოდგომაზე დაგეგმილია თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ვიზიტი თურქეთში.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი სამმხრივი შეხვედრა მიმდინარე წელს გაიმართება, მოლაპარაკებების მთავარი თემა რეგიონული ურთიერთქმედების კონტექსტში საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარება იქნება, განაცხადა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
შესაბამისი შეთანხმება პაპუაშვილსა და მის თურქ კოლეგას, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის – რედ.) თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შორის ანკარაში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით სამმხრივი ფორმატის იდეა ორი წლის წინ წარმოიშვა. პირველი შეხვედრა 2023 წელს თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა მიწისძვრის გამო გადაიდო.
„შევთანხმდით, რომ წელს აუცილებლად ჩავატარებთ პირველ სამმხრივ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, რომელზეც განხილული იქნება თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობა რეგიონულ კონტექსტში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, სპიკერის თქმით, საქართველო მალე უმასპინძლებს თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას, ხოლო შემოდგომაზე დაგეგმილია თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ვიზიტი თურქეთში.
„ამგვარად, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, მათ შორის, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
თურქეთში ვიზიტის პირველი დღის შეჯამებისას, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და ამ პროცესში საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას პერსპექტივა აქვს, მაგრამ იქ, სადაც ომი და არასტაბილურობაა, განვითარება რთულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.