https://sputnik-georgia.com/20250617/papuashvili-turqettan-urtiertoba-chventvis-girebulia-293797104.html
პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ღირებულია
პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ღირებულია
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T17:39+0400
2025-06-17T17:39+0400
2025-06-17T17:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
თურქეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0f/291758781_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_903a54c01a00dbb462382eec45c80c60.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე რუმან ქურთულმუშთან ერთობლივ ბრიფინგზე. შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს გაემგზავრა - პარლამენტის სპიკერი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, თურქ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საუბარი შეეხო საერთო ხედვაზე კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. პაპუაშვილმა მზაობა გამოთქვა, გაძლიერდეს საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება. საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში. თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0f/291758781_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_df729b6769f304de64357ae6c618f4a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, შალვა პაპუაშვილი
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ღირებულია
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე რუმან ქურთულმუშთან ერთობლივ ბრიფინგზე.
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს გაემგზავრა - პარლამენტის სპიკერი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, თურქ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საუბარი შეეხო საერთო ხედვაზე კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
„შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა მზაობა გამოთქვა, გაძლიერდეს საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.