https://sputnik-georgia.com/20250617/algetis-erovnul-parkshi-mavneblebs-ebrzvian-293788244.html
ალგეთის ეროვნულ პარკში მავნებლებს ებრძვიან
ალგეთის ეროვნულ პარკში მავნებლებს ებრძვიან
Sputnik საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო მავნებლის რაოდენობის კონტროლს და მონიტორინგს ფერომონების საშუალებით ახორციელებს. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T11:19+0400
2025-06-17T11:19+0400
2025-06-17T11:19+0400
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23394/14/233941411_0:53:1000:616_1920x0_80_0_0_3f1b4e74c37fd77beb6a4f61fab2f592.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნულ პარკში მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ფერომონიანი მწერმჭერები განათავსეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.როგორც უწყებაში აღნიშნეს, ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით მსგავსი ტიპის ღონისძიებები წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლის მიზანიც დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყის ეკოსისტემების დაცვის და მდგრადი მართვის უზრუნველყოფაა. ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე (8 ათასი ჰა) კეთილშობილი ირმის ველური პოპულაციის შექმნის შედეგად იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს, აღნიშნეს სააგენტოში. ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1965 წელს აღმოსავლეთის ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების სამხრეთ-აღმოსავლეთით არეალის საზღვრის დაცვის მიზნით შეიქმნა. 2007 წელს ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23394/14/233941411_54:0:946:669_1920x0_80_0_0_ecf6039ceea727c4d170730a6e04177f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება
ალგეთის ეროვნულ პარკში მავნებლებს ებრძვიან
დაცული ტერიტორიების სააგენტო მავნებლის რაოდენობის კონტროლს და მონიტორინგს ფერომონების საშუალებით ახორციელებს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნულ პარკში მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ფერომონიანი მწერმჭერები განათავსეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.
„მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, მათ შორის, ხმელი და დაავადებული ხეების ტერიტორიიდან გამოტანა, რომელიც სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით მსგავსი ტიპის ღონისძიებები წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლის მიზანიც დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყის ეკოსისტემების დაცვის და მდგრადი მართვის უზრუნველყოფაა.
ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე (8 ათასი ჰა) კეთილშობილი ირმის ველური პოპულაციის შექმნის შედეგად იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს, აღნიშნეს სააგენტოში.
ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1965 წელს აღმოსავლეთის ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების სამხრეთ-აღმოსავლეთით არეალის საზღვრის დაცვის მიზნით შეიქმნა. 2007 წელს ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.