https://sputnik-georgia.com/20250616/germaniis-elchi-papuashvilma-gaakritika-293780373.html
საქართველოში გერმანიის საელჩო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების იგნორირებაში დაადანაშაულეს
საქართველოში გერმანიის საელჩო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების იგნორირებაში დაადანაშაულეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გერმანიის ელჩი დიპლომატიური ეთიკის დარღვევისთვის გააკრიტიკეს 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T17:39+0400
2025-06-16T17:39+0400
2025-06-16T17:39+0400
საქართველო
გერმანია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_5523983b799243c996aba1349cd2a4a4.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. გერმანიის საელჩოს ქმედებები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს არ ხედავს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომების ფარგლებში ადამიანური ტრაგედიების შესახებ მოსმენების ფონზე ცინიკურად გამოიყურება, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.სპიკერმა საკუთარ პოსტს თან დაურთო საქართველოში გერმანიის საელჩოს „ფეისბუქის" გვერდიდან პოსტი. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საელჩო ციტირებს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სიტყვებს: „მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს" და სიტყვა ირაკლი ხვადაგიანს მისცა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო სიის მერვე ნომერი იყო.უცხოური დიპმისია მსგავს ღონისძიებებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადამიანური ტრაგედიების შესახებ მოსმენების ფონზე აწყობს და, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებს.ჯერ კიდევ გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიიწვია, რათა დიპლომატი „თავისუფალ დროს რაიმეთი დაკავდეს“. მისი თქმით, გერმანიის ელჩისთვის კომისიის კარი ღიაა და მას თარჯიმანთან ერთად ნებისმიერ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ზოგიერთი ელჩი საქართველოს კი არ გულშემატკივრობს და საკუთარ ქვეყანას კი არ წარმოადგენენ, პოლიტიკურ აქტივისტებად არიან ქცეული“. მისი თქმით, კომისიაზე დასწრების მსურველი ყველა ელჩისთვის არის ადგილი. მოსმენილის შემდეგ ისინი გააკეთებენ დასაბუთებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი, აღნიშნა მან.„ქართული ოცნების“ მხრიდან გერმანიის ელჩის კრიტიკა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც იგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომებს დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩი გააკრიტიკა „თავისუფლება მზიას“ პლაკატის ფონზე ინტერვიუს ჩაწერის გამო.საქართველო და გერმანიაჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_3ad3ac76d006deccfc3be1055af3d35c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველოში გერმანიის საელჩო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების იგნორირებაში დაადანაშაულეს
საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გერმანიის ელჩი დიპლომატიური ეთიკის დარღვევისთვის გააკრიტიკეს
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. გერმანიის საელჩოს ქმედებები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს არ ხედავს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომების ფარგლებში ადამიანური ტრაგედიების შესახებ მოსმენების ფონზე ცინიკურად გამოიყურება, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
სპიკერმა საკუთარ პოსტს თან დაურთო საქართველოში გერმანიის საელჩოს „ფეისბუქის" გვერდიდან პოსტი. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საელჩო ციტირებს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სიტყვებს: „მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს" და სიტყვა ირაკლი ხვადაგიანს მისცა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო სიის მერვე ნომერი იყო.
„ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა", - დაწერა პაპუაშვილმა.
უცხოური დიპმისია მსგავს ღონისძიებებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადამიანური ტრაგედიების შესახებ მოსმენების ფონზე აწყობს და, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებს.
ჯერ კიდევ გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიიწვია, რათა დიპლომატი „თავისუფალ დროს რაიმეთი დაკავდეს“. მისი თქმით, გერმანიის ელჩისთვის კომისიის კარი ღიაა და მას თარჯიმანთან ერთად ნებისმიერ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ზოგიერთი ელჩი საქართველოს კი არ გულშემატკივრობს და საკუთარ ქვეყანას კი არ წარმოადგენენ, პოლიტიკურ აქტივისტებად არიან ქცეული“. მისი თქმით, კომისიაზე დასწრების მსურველი ყველა ელჩისთვის არის ადგილი. მოსმენილის შემდეგ ისინი გააკეთებენ დასაბუთებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი, აღნიშნა მან.
„ქართული ოცნების“ მხრიდან გერმანიის ელჩის კრიტიკა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც იგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომებს დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩი გააკრიტიკა „თავისუფლება მზიას“ პლაკატის ფონზე ინტერვიუს ჩაწერის გამო.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.