მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა - რა განიხილეს მხარეებმა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი
ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2025
გამოწერა
როგორც უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 50 წუთს გაგრძელდა
თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა შაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გამართა, განუცხადა მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
50-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საგანგაშო მოვლენები განიხილეს. კერძოდ, ტრამპთან საუბრისას პუტინმა დაგმო ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, განაცხადა უშაკოვმა.
„ვლადიმირ პუტინმა, დაგმო რა ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, სერიოზული შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის გამო, რაც არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევდა მთელს ახლო აღმოსავლეთში“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმაც შეაფასა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება როგორც ძალიან საგანგაშო, „თუმცა აღიარა ისრაელის მიერ ირანის სამიზნეებზე დარტყმების ეფექტურობა“, - აღნიშნა უშაკოვმა.
მისი თქმით, პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს შეახსენა, რომ რუსეთი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობდა მხარეებს.
„რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამინდელ ესკალაციამდე ჩვენ ვთავაზობდით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავდა აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებს შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დროს ურთიერთმისაღები შეთანხმებების მოძიებას“, - თქვა უშაკოვმა.
უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარში პრეზიდენტები ასევე შეეხნენ უკრაინის კრიზისის მოგვარების თემას, რადგან რუსეთი მზადაა გააგრძელოს საუბარი - აშშ-ში ეს ცნობად მიიღეს.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს დაბადების დღე მიულოცა. ტრამპი 15 ივნისს 79 წლის გახდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კმაყოფილება გამოთქვეს პირადი ურთიერთობებით, რაც მათ საშუალებას აძლევს გადაჭრან აქტუალური საკითხები, შეაჯამა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
„ორივე ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა ჩამოყალიბებული პირადი ურთიერთობებით, რაც მათ საშუალებას აძლევს... საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეთ, ეძიონ გადაწყვეტილებები ორმხრივ და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, რაც არ უნდა რთული იყოს ეს საკითხები“, - თქვა უშაკოვმა.
ყველა ახალი ამბავი
0