საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaშინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი წარადგინა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2025
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა და მას წარმატებები უსურვა
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მინისტრმა, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და კონკრეტული დავალებები გასცა.
გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ შარაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრად 28 მაისს დაინიშნა. ამ პოსტზე მან ვახტანგ გომელაური შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0