https://sputnik-georgia.com/20250613/saqartvelosi-grantebis-mirebis-provedura-seicvala-293743219.html
საქართველოში გრანტების მიღების პროცედურა შეიცვალა
საქართველოში გრანტების მიღების პროცედურა შეიცვალა
Sputnik საქართველო
Erasmus+ და Horizon Europe-ს გრანტები შევა საგამონაკლისო სიაში, სადაც ასევეა სპორტული გრანტები და უნივერსიტეტებში სასწავლო ან სამეცნიერო გრანტები 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T09:29+0400
2025-06-13T09:29+0400
2025-06-13T09:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0c/291367351_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_c31812f99b7f401211707997c110dfc5.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. Erasmus+ და Horizon Europe პროგრამების ფარგლებში გრანტების მისაღებად საქართველოს მთავრობის თანხმობა არ იქნება საჭირო - „გრანტების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.აპრილში პარლამენტმა გაამკაცრა „გრანტების შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მისაღებად საჭიროა მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა. საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტებზე.წარმოდგებილი ცვლილებების თანახმად, Erasmus+ და Horizon Europe-ს გრანტები შევა საგამონაკლისო სიაში, სადაც ასევეა სპორტული გრანტები და უნივერსიტეტებში სასწავლო ან სამეცნიერო გრანტები, ხოლო ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება მიჩნეული იქნება გრანტად და მათ მისაღებად ასევე დასჭირდება მთავრობის თანხმობა.ორი მსხვილი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამონაკლისის შემოღების მიზეზია ის, რომ ეს გრანტები ნაკლები რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით.Horizon Europe ევროკავშირის შვიდწლიანი სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივაა, რომელიც ევროპაში მდგრადი და საცხოვრებლად ვარგისი საზოგადოებების განვითარებას უწყობს ხელს. ეს კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეცხრე ჩარჩო პროგრამაა და პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მემკვიდრეა.Erasmus+ არის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროპის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, სწავლებისა და კვლევის უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს და ევროკავშირის პროექტის - „უწყვეტი განათლების“ (Lifelong Learning Projects) ნაწილია, რომლის მიზანია ევროპის უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0c/291367351_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4c0d3ba3fe70933b76792b43583baf65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში გრანტების მიღების პროცედურა შეიცვალა
Erasmus+ და Horizon Europe-ს გრანტები შევა საგამონაკლისო სიაში, სადაც ასევეა სპორტული გრანტები და უნივერსიტეტებში სასწავლო ან სამეცნიერო გრანტები
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. Erasmus+ და Horizon Europe პროგრამების ფარგლებში გრანტების მისაღებად საქართველოს მთავრობის თანხმობა არ იქნება საჭირო - „გრანტების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.
აპრილში პარლამენტმა გაამკაცრა „გრანტების შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მისაღებად საჭიროა მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა. საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტებზე.
წარმოდგებილი ცვლილებების თანახმად, Erasmus+ და Horizon Europe-ს გრანტები შევა საგამონაკლისო სიაში, სადაც ასევეა სპორტული გრანტები და უნივერსიტეტებში სასწავლო ან სამეცნიერო გრანტები, ხოლო ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება მიჩნეული იქნება გრანტად და მათ მისაღებად ასევე დასჭირდება მთავრობის თანხმობა.
ორი მსხვილი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამონაკლისის შემოღების მიზეზია ის, რომ ეს გრანტები ნაკლები რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით.
Horizon Europe ევროკავშირის შვიდწლიანი სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივაა, რომელიც ევროპაში მდგრადი და საცხოვრებლად ვარგისი საზოგადოებების განვითარებას უწყობს ხელს. ეს კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეცხრე ჩარჩო პროგრამაა და პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მემკვიდრეა.
Erasmus+ არის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროპის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, სწავლებისა და კვლევის უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს და ევროკავშირის პროექტის - „უწყვეტი განათლების“ (Lifelong Learning Projects) ნაწილია, რომლის მიზანია ევროპის უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობა.