https://sputnik-georgia.com/20250613/saqartvelodan-israelisa-da-axlo-armosavletis-mimartulebit-19-reisi-gauqmda-293745429.html
საქართველოდან ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით 19 რეისი გაუქმდა
საქართველოდან ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით 19 რეისი გაუქმდა
Sputnik საქართველო
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T12:45+0400
2025-06-13T12:45+0400
2025-06-13T12:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757859_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_cbc2e4c51bd3d73e90b201d034ff28a6.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე თბილისის აეროპორტიდან 12, ბათუმის აეროპორტიდან კი 7 რეისი გაუქმდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Bm.ge. TAV Georgia-ს ინფორმაციით, ფრენები არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებითაც გაუქმდა. ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი" დაიწყო. ისრაელის შეტევაში ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაპირისპირების გამო ისრაელმა, ირანმა, ერაყმა და იორდანიამ საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბენ გურიონის აეროპორტი დახურა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს" - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს. ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ირანისგან მომდნარე საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც ისრაელის არსებობას ემუქრება. ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრნენ.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757859_26:0:2757:2048_1920x0_80_0_0_001d9c6240f8872d7fcc974f7a3566ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი
საქართველოდან ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით 19 რეისი გაუქმდა
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე თბილისის აეროპორტიდან 12, ბათუმის აეროპორტიდან კი 7 რეისი გაუქმდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Bm.ge.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, ფრენები არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებითაც გაუქმდა.
ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი" დაიწყო. ისრაელის შეტევაში ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დაპირისპირების გამო ისრაელმა, ირანმა, ერაყმა და იორდანიამ საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბენ გურიონის აეროპორტი დახურა.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს" - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ირანისგან მომდნარე საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც ისრაელის არსებობას ემუქრება.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრნენ.