https://sputnik-georgia.com/20250613/batumsi-marketi-daayacares-prokuraturam-or-pirs-brali-warudgina-293750152.html
ბათუმში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს: პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა
ბათუმში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს: პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
ბრალდებულები თავს მოლარეს დაესხნენ და 2145 ლარი წაართვეს. 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T19:55+0400
2025-06-13T19:55+0400
2025-06-13T19:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, ბათუმში მდებარე სუპერმარკეტ „ბილიონში“ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მოლარეს და 2145 ლარს დაეუფლნენ.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ.ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში
ბათუმში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს: პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა
ბრალდებულები თავს მოლარეს დაესხნენ და 2145 ლარი წაართვეს.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, ბათუმში მდებარე სუპერმარკეტ „ბილიონში“ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მოლარეს და 2145 ლარს დაეუფლნენ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.