https://sputnik-georgia.com/20250612/turqetis-moqalaqe-aqtivisti-temur-qatamaze-saqartvelodan-gaazeves-293728300.html
თურქეთის მოქალაქე, აქტივისტი თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს
თურქეთის მოქალაქე, აქტივისტი თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს
Sputnik საქართველო
ქათამაძის ადვოკატების თქმით, მას თურქეთში გიულენის მოძრაობის მხარდაჭერისთვის პატიმრობა ემუქრება 12.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-12T10:34+0400
2025-06-12T10:34+0400
2025-06-12T10:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპროტესტო აქციები თბილისში
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/76/248887684_0:120:1277:838_1920x0_80_0_0_2f72417bbedb7abf673ffc0e7f1c8ed4.jpg
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ბათუმში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე, თურქეთის მოქალაქე გაფარ ილმაზი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც თემურ ქათამაძე ან „ბათუმელი მედროშე“, საქართველოდან კანონის შესაბამისად გააძევეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.ქათამაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია.დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნა დარახველიძემ.ქათამაძის ადვოკატების თქმით, მას თურქეთში გიულენის მოძრაობის მხარდაჭერისთვის პატიმრობა ემუქრება.ქათამაძე ადრე იყო დაკავებული. ის ბათუმში 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.გიულენის მოძრაობა (ასევე ცნობილი როგორც „ჰიზმეტის მოძრაობა“) არის ისლამისტური საძმო მოძრაობა, რომელიც მწერალ ფეთჰულაჰ გიულენის რელიგიურ სწავლებებს ეფუძნება. გიულენს დიდი გავლენა ჰქონდა თურქეთში, მაგრამ მისმა დაპირისპირებამ პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან პოლიტიკური დაძაბულობა და 2016 წელს გადატრიალების მცდელობაც კი გამოიწვია. გადატრიალების შემდეგ თურქეთში 80.000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო დაახლოებით 150.000 საჯარო მოხელე, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან ჩამოაშორეს. თავად გიულენმა, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, გადატრიალების მცდელობა დაგმო და ბრალდებები უარყო. 83 წლის გიულენი 2024 წლის ოქტომბერში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველო
თურქეთი
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/76/248887684_0:0:1275:956_1920x0_80_0_0_ec9afd68d0645a25421bff3649409d4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპროტესტო აქციები თბილისში , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპროტესტო აქციები თბილისში , ბათუმი
თურქეთის მოქალაქე, აქტივისტი თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს
ქათამაძის ადვოკატების თქმით, მას თურქეთში გიულენის მოძრაობის მხარდაჭერისთვის პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ბათუმში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე, თურქეთის მოქალაქე გაფარ ილმაზი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც თემურ ქათამაძე ან „ბათუმელი მედროშე“, საქართველოდან კანონის შესაბამისად გააძევეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
ქათამაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, გაფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად“, - განაცხადა დარახველიძემ.
დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნა დარახველიძემ.
ქათამაძის ადვოკატების თქმით, მას თურქეთში გიულენის მოძრაობის მხარდაჭერისთვის პატიმრობა ემუქრება.
ქათამაძე ადრე იყო დაკავებული. ის ბათუმში 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.
გიულენის მოძრაობა (ასევე ცნობილი როგორც „ჰიზმეტის მოძრაობა“) არის ისლამისტური საძმო მოძრაობა, რომელიც მწერალ ფეთჰულაჰ გიულენის რელიგიურ სწავლებებს ეფუძნება. გიულენს დიდი გავლენა ჰქონდა თურქეთში, მაგრამ მისმა დაპირისპირებამ პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან პოლიტიკური დაძაბულობა და 2016 წელს გადატრიალების მცდელობაც კი გამოიწვია. გადატრიალების შემდეგ თურქეთში 80.000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო დაახლოებით 150.000 საჯარო მოხელე, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან ჩამოაშორეს. თავად გიულენმა, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, გადატრიალების მცდელობა დაგმო და ბრალდებები უარყო. 83 წლის გიულენი 2024 წლის ოქტომბერში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.