https://sputnik-georgia.com/20250612/qveynis-pirveli-pirebi-mexanzre-masvelebs-profesiul-dres-ulocaven-293732573.html
ქვეყნის პირველი პირები მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
ქვეყნის პირველი პირები მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
Sputnik საქართველო
საქართველო მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს 2016 წლიდან აღნიშნავს. 12.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-12T16:29+0400
2025-06-12T16:29+0400
2025-06-12T16:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292565782_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_841329e69257daf52d6fd1a9675e1838.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტი გელა გელაძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავენ. საქართველოში 12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღეს აღნიშნავენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეხანძრე-მაშველებს ურთულესი მისია აკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად, უდიდეს თავდადებას მოითხოვს. როგორც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მისალოც წერილში აღნიშნა, სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. „მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან, სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე", – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში. მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა შს მინისტრმა და ჯანმრთელობა, მშვიდობა და წარმატებები უსურვა. „მეხანძრე-მაშველებო, თქვენი ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომა, მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებული დაფასების ღირსია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და მომავალშიც იზრუნებს, რომ თქვენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს", – ნათქვამია გელაძის მისალოც წერილში. საქართველო მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს 2016 წლიდან აღნიშნავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292565782_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_e03b3f62e01d620e1a76a4599aa87901.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი
ქვეყნის პირველი პირები მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
საქართველო მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს 2016 წლიდან აღნიშნავს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტი გელა გელაძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავენ.
საქართველოში 12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღეს აღნიშნავენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეხანძრე-მაშველებს ურთულესი მისია აკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად, უდიდეს თავდადებას მოითხოვს.
„ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს! თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მისალოც წერილში აღნიშნა, სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა.
„მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან, სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე", – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა შს მინისტრმა და ჯანმრთელობა, მშვიდობა და წარმატებები უსურვა.
„მეხანძრე-მაშველებო, თქვენი ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომა, მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებული დაფასების ღირსია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და მომავალშიც იზრუნებს, რომ თქვენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს", – ნათქვამია გელაძის მისალოც წერილში.
საქართველო მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს 2016 წლიდან აღნიშნავს.