თბილისში სამი ნარკორეალიზატორი დააკავეს: მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 50 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, უკანონო რეალიზაციის მცდელობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანას ედავება. ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის მეფედრონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260 -ე ტერცია, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0