https://sputnik-georgia.com/20250611/gamomyevi-awarasi-kampaniis-gamarjvebuli-150-atass-miirebs-293720814.html
„გამომყევი აჭარაში“: კამპანიის გამარჯვებული 150 ათასს მიიღებს
„გამომყევი აჭარაში“: კამპანიის გამარჯვებული 150 ათასს მიიღებს
Sputnik საქართველო
ქართველ ინფლუენსერებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ფულადი საჩუქრების მოგების შესაძლებლობა აქვთ. 11.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-11T16:57+0400
2025-06-11T16:57+0400
2025-06-11T16:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273062900_0:133:1281:853_1920x0_80_0_0_daf3e07c484afe70f2e9d3fc82cc3f9e.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის რეგიონში სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში" იწყება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყება ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს კამპანიაში ჩაერთონ და რეგიონში იმოგზაურონ. წელს კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ. უწყების ცნობით, კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150.000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას. გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი", რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები. „კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 16 ივნისიდან იწყება. 1 ივლისიდან კი მონაწილეებს საშუალება ექნებათ აგვისტოს ბოლომდე აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ", - აღნიშნავენ უწყებაში. კამპანია „გამომყევი აჭარაში" რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში" სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273062900_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_21868bed497017a50f11e247a7af5440.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
„გამომყევი აჭარაში“: კამპანიის გამარჯვებული 150 ათასს მიიღებს
ქართველ ინფლუენსერებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ფულადი საჩუქრების მოგების შესაძლებლობა აქვთ.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის რეგიონში სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში" იწყება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყება ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს კამპანიაში ჩაერთონ და რეგიონში იმოგზაურონ.
„პროექტი „გამომყევი აჭარაში" თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წელს კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.
უწყების ცნობით, კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150.000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.
გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი", რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.
„კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 16 ივნისიდან იწყება. 1 ივლისიდან კი მონაწილეებს საშუალება ექნებათ აგვისტოს ბოლომდე აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ", - აღნიშნავენ უწყებაში.
კამპანია „გამომყევი აჭარაში" რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში" სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.