https://sputnik-georgia.com/20250611/afxazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobas-axali-tavmjdomare-hyavs-293722422.html
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
Sputnik საქართველო
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა. 11.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-11T19:18+0400
2025-06-11T19:18+0400
2025-06-11T19:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
აფხაზეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს, იუწყება ქართული მედია. მთავრობის ახალ ხელმძღვანელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა. გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა. გიორგი ჯინჭარაძე 33 წლისაა, ის წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. სანამ აფხაზეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობას დაიკავებდა, ის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იყო. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დეტალურად გიორგი ჯინჯარაძის შესახებ განათლება 2021-დღემდე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა; 2017-2019 - აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში; 2014-2016 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში; 2010-2014 - საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. აკადემიური საქმიანობა 2022-2023 - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. სამუშაო გამოცდილება 2024/11-დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 2024/08-2024/11 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 2021/04-2024/08 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; 2016-2020 - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი; 2016/02-2016/08 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 2014-2016 - საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი; 2014/03-2014/09 - სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი; 2013-2014 - "თიბისი" ბანკის საკრედიტო ექსპერტი.
საქართველო
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , აფხაზეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , აფხაზეთი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს, იუწყება ქართული მედია.
მთავრობის ახალ ხელმძღვანელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა.
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.
გიორგი ჯინჭარაძე 33 წლისაა, ის წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. სანამ აფხაზეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობას დაიკავებდა, ის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იყო.
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
დეტალურად გიორგი ჯინჯარაძის შესახებ
2021-დღემდე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;
2017-2019 - აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში;
2014-2016 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში;
2010-2014 - საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.
2022-2023 - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2024/11-დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2024/08-2024/11 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
2021/04-2024/08 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
2016-2020 - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი;
2016/02-2016/08 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;
2014-2016 - საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი;
2014/03-2014/09 - სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი;
2013-2014 - "თიბისი" ბანკის საკრედიტო ექსპერტი.