https://sputnik-georgia.com/20250610/universitetebsi-qartuli-enis-swavleba-isev-savaldebuloa-293710483.html
უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება ისევ სავალდებულოა
უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება ისევ სავალდებულოა
Sputnik საქართველო
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დღეს 85 ხმით მიიღო. 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T20:07+0400
2025-06-10T20:07+0400
2025-06-10T20:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/80/247758036_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_724babe328231a746ba00a1df35a8a0f.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს უმაღლესს სასწავლებლებში მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, საბაკალავრო საფეხურის ქართულ სექტორზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება, ნათქვამია საქართველოს პარლამნეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილება დღეს მესამე მოსმენით მიიღო. უნივერსიტეტებში ქართული ენის დაბრუნებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. 2005 წლამდე საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იყო. რეფორმის შემდეგ ქართულმა ენამ სავალდებულო საგნების ჩამონათვალიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადაინაცვლა, თანაც არაპროფილურ ფაკულტეტებზე. საქართველოში 63 უნივერსიტეტია, აქედან 19 საჯაროა, 44 კი კერძო. ამასთან, მათი 64% თბილისში მდებარეობს. ქართულ უნივერსიტეტებში მომდევნო კურსზე გადასვლა მიღებული კრედიტების რაოდენობით განისაზღვრება. სავალდებულო საგნებში საკმარისი რაოდენობის კრედიტების დასაგროვებლად სტუდენტებმა უნდა აირჩიონ დამატებითი საგნები - სიას ფაკულტეტი აწვდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/80/247758036_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_765455d27ac196a4eba63316ae369a76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება ისევ სავალდებულოა
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დღეს 85 ხმით მიიღო.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს უმაღლესს სასწავლებლებში მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, საბაკალავრო საფეხურის ქართულ სექტორზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება, ნათქვამია საქართველოს პარლამნეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილება დღეს მესამე მოსმენით მიიღო.
უნივერსიტეტებში ქართული ენის დაბრუნებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
2005 წლამდე საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იყო. რეფორმის შემდეგ ქართულმა ენამ სავალდებულო საგნების ჩამონათვალიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადაინაცვლა, თანაც არაპროფილურ ფაკულტეტებზე.
საქართველოში 63 უნივერსიტეტია, აქედან 19 საჯაროა, 44 კი კერძო. ამასთან, მათი 64% თბილისში მდებარეობს.
ქართულ უნივერსიტეტებში მომდევნო კურსზე გადასვლა მიღებული კრედიტების რაოდენობით განისაზღვრება. სავალდებულო საგნებში საკმარისი რაოდენობის კრედიტების დასაგროვებლად სტუდენტებმა უნდა აირჩიონ დამატებითი საგნები - სიას ფაკულტეტი აწვდის.